გიორგი ბოჭორიძე
გიორგი ბოჭორიძე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების სახელი | გიორგი თადეოზის ძე ბოჭორიძე |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
მოქალაქეობა | სსრკ |
პროფესია | ქართველი ისტორიკოსი. |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გიორგი თადეოზის ძე ბოჭორიძე (დ. 20 აგვისტო, 1884, სოფელი ნაციხარი, ახლანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 1939) — ქართველი ისტორიკოსი.
ბიოგრაფია
სწავლობდა თბილისის სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს 1905 წელის რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის. 1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. 1921 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა, მუშაობა დაიწყო საქართველოს ცენტრალურ არქივში, შემდეგ საქართველოს მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1923-1926 წლებში ქართლ-კახეთში, მესხეთ-ჯავახეთში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ისტორიული ნივთებისა და საარქივო მასალის მდიდარ კოლექციას მოუყარა თავი და თბილისის და ქუთაისის საცავებს გადასცა მრავალი ხელნაწერი. განსაკუთრებით საყურადღებოა მის მიერ მიკვლეული ჯვარისის ეპიგრაფიკული ძეგლი (რაჭა) და თაბორის ოთხთავი (XI საუკუნე). 1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და გადაასახლა. მოკლეს გადასახლებაში მძარცველებმა.
ბოჭორიძეს გამოქვეყნებული აქვს არქეოგრაფიული ნაშრომები: „ორი ფიქალწერილი“ („საისტორიო მოამბე“, 1925, წგნ. 1), „ფურცელაანთეული ქრონიკა“ (იქვე), „რაჭის ისტორიული ძეგლები“ („საქართველოს მუზეუმის მოამბე“, 1930, ტ. 5; 1933-1935, ტ. 7-8) და სხვა; გამოუქვეყნებელი დარჩა ეთნოგრაფიული ნაშრომი „თუშეთი“.
გიორგი ბოჭორიძის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[1].
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1997. — გვ. 476.
რესურსები ინტერნეტში
- გიორგი ბოჭორიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი ბოჭორიძე — განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted