შინაარსზე გადასვლა

გიორგი მელიქიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მუშაობის ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განთქმული მოსწავლეები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

გიორგი ალექსანდრეს ძე მელიქიშვილი (დ. 30 დეკემბერი, 1918, თბილისი — გ. 27 მარტი, 2002, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960). მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი (1965-1999), პროფესორი (1956). სკკპ წევრი 1946 წლიდან.

ბიოგრაფია

გიორგი მელიქიშვილმა 1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა ისტორიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად (1944 წლიდან). 1961 წლიდან ხელმძღვანელობდა ძველი ისტორიის განყოფილებას. 1999-2002 წლებში ისტორიის ინსტიტუტის საპატიო დირექტორი.

მელიქიშვილის ფუნდამენტურმა ნაშრომებმა ძველი აღმოსავლეთის ისტორიისა და ფილოლოგიის დარგში ახალი ეტაპი შექმნეს მსოფლიო ურარტოლოგიაში. მელიქიშვილი ავტორია აგრეთვე მრავალი გამოკვლევისა ხურიტების, ხეთების, ასურეთის, ზაგროსის მთიანეთისა და ძველი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ისტორიაში. ასურული და ურარტული წერილობითი წყაროების შუქზე მელიქიშვილმა გამოიკვლია უძველესი ქართველური პოლიტიკური გაერთიანებების — კოლხეთის სამეფოს და დიაოხის — ისტორიის საკითხები; დაამუშავა საქართველოს ძველი ისტორიისა და ფეოდალური ხანის მრავალი კარდინალური პრობლემა; ძველი წინა აზიისა და კავკასიური უძველესი კლასობრივი პრობლემა; ძველი წინა აზიისა და კავკასიის უძველესი კლასობრივი საზოგადოებების (მათ შორის საქართველოს) სოციალურ-ეკონომიკური წყობის კვლევა-ძიების ხაზით მელიქიშვილმა დაამუშავა კლასობრივ საზოგადოებათა ტიპოლოგიური და სტადიალური კლასიფიკაციის, ძვ. აღმოსავლურ და ანტიკურ საზოგადოებებში ფორმებისა და კლასობრივი სტრუქტურის საკითხები. ამ საზოგადოებების სოციალურ-ეკონომიკური ვითარებას მელიქიშვილი ახასიათებს ტიპოლოგიურად როგორც „წინაფეოდალურს“ („პროტოფეოდალურს“), ხოლო სტადიალურად — როგორც „ადრეკლასობრივს“.

ლენინური (1957), საქართველოს სსრ სახელმწიფო (1982) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის (1976) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

თხზულებები

  • უძველეს კლასობრივ საზოგადოებათა სოციალურ-ეკონომიკური წყობის პრობლემა, თბილისი, 2003;
  • ძიებანი საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ძველი ისტორიის დარგში, თბილისი, 1999;
  • ძიებანი საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბილისი, 1998
  • ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი, თბ., 1973
  • საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბ. 1965
  • როგორ ამეტყველდნენ ლურსმული წარწერები, თბილისი, ნაკადული, 1961;
  • Урартские клинообразные надписи, М., 1960
  • К истории древней Грузии, Тб., 1959.
  • საქართველოში კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წარმოქმნის საკითხისათვის, თბ., 1955
  • Наири-Урарту, Тб.,1954

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Script error: No such module "Authority control".