გოგი ხარაბაძე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
გოგი ხარაბაძე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების სახელი | გიორგი ხარაბაძე |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი, მწერალი |
აქტიური | 1966 - 2010 |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გიორგი (გოგი) ხარაბაძე (დ. 12 ივლისი, 1942, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 17 აგვისტო, 2023) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1987).
თეატრი
გოგი ხარაბაძე დაიბადა 1942 წლის 12 ივლისს, თბილისში.
1963 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი. 1963–1993 წლებში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.
მისი თეატრალური დებიუტი ახალგაზრდულ ექსპერიმეტულ სპექტაკლში შედგა. რობერტ სტურუას აქტუალურ, მწვავე სპექტაკლში „ბრალდება“ ახალგაზრდა მსახიობმა ბრალმდებელის როლი ითამაშა. მისი გმირი, ოთარი გამოირჩეოდა მამხილებელი პათოსით, უხეში პირდაპირობით. ამის შემდეგ, მსახიობს ძირითადად უარყოფითი ხასიათების მქონე ადამიანების განსახიერება უწევს : სპექტაკლში „უარყოფითი მომხიბვლელობა“ და სხვა. მკვიდრდება რეპერტუარში: ნოდარ დუმბაძის „მზიან ღამეში“ (ავთო), ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ (დიტო), თამაზ ჭილაძის „მოულოდნელი სტუმარი“ (გაიოზი) და სხვა.
ამას მოსდევს კლასიკური სახეები : უილიამ შექსპირის „იულიუს კეისარი“ (ოქტავიოს კეისარი), ალექსანდრე ტოლსტოის „მეფე ივანე მრისხანეს სიკვდილი“ (ივანე მრისხანე), სოფოკლეს „ოიდიპოსი“ (ოიდიპოსი) და სხვა.
კინო
პირველი როლი ფილმში „გიორგობისთვე“ აღმოჩნდა 1966 წელს, სადაც ოთარის როლი შეასრულა. ოთარი სწორი, მაგრამ არადადებითი გმირია. უარყოფითი გმირის ამპლუა მას კინემატოგრაფიაშიც გადმოჰყვა: მომხიბვლელი, მაგრამ ეგოისტი ნოდარი („ჩემი მეგობარი ნოდარი“, 1967 წელს), კაზა ჩხეტია („დათა თუთაშხია“, 1978 წელს) და სხვა. მონაწილეობდა ტელეფილმებში: დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“, 1974 წელს (აბესალო) და ლეო ქიაჩელის „გვადი ბიგვა“, 1977 წელს (არჩილ ფორია).
ხარაბაძე მრავალმხრივი შემოქმედია. გამოირჩევა მაღალი პროფესიულობით. შექმნილი აქვს ტელეთეატრის ციკლი: „პოეზიის 30 წუთი“ (1974), „ბედი ქართლისა“ (1975), „აკაკი წერეთელის მონოლოგი“ (1979), „ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი“ (1983), „დავით კლდიაშვილის ნაამბობი“ (1985) და სხვა.
გამოცემული აქვს ბიბლიის, შოთას „ვეფხისტყაოსანის“, ილია ჭავჭავაძის ლექსების, აკაკი წერეთელის ლექსებისა და პოემა „თორნიკე ერისთავის“, ვაჟა-ფშაველას ლექსებისა და პოემების „ალუდა ქეთელაურის“ და „სტუმარ-მასპინძლის“, გალაკტიონ ტაბიძის და სხვა ცნობილი პოეტების ლექსების, ქართული ზღაპრების აუდიო ვერსიები.
ფილმოგრაფია
ფილმების დამდგმელი რეჟისორი
- 1996: „სატელევიზიო ოთხთავი“ რეჟ. თეიმურაზ სუმბათაშვილთან ერთად
გადაღებულია ფილმებში
- 1966: „გიორგობისთვე“ (ოთარი) რეჟ. ოთარ იოსელიანი ჟორჟ სადულის სახელობის პრემია(1968)
- 1967: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (ნოდარი) რეჟ. დავით რონდელი
- 1968: „ფერისცვალება“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1970: „ჩამავალი მზე“ რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1978: „დათა თუთაშხია“ (კაზა ჩხეტია) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1980: „მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი)“ (მერაბ სეთურიძე) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1985: „ერთ პატარა ქალაქში“ (გიორგი ლეჟავა) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- 1988: „გამოცხადება“ (მირიან ტაბიძე) რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1989: „ეტლი შარაგაზაზე“ რეჟ. დავით ქვარცხავა
- 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (ჰერცოგი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1989: „ბესამე“ (რექსაჩი) რეჟ. ნინო ახვლედიანი
- 1991: „ელზა“ ( გიორგი) რეჟ. ჰარტმუტ გრიესმაიერი
- 1992: „მოკვეთილი“ (ბიცანტური) რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1992: „ოქროს ობობა“ ( ექიმი) რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია
- 1996: „სატელევიზიო ოთხთავი“ რეჟისორები თეიმურაზ სუმბათაშვილი, გიორგი (გოგი) ხარაბაძე
- 1999:„მარტოობის ორდენის კავალერი“ (გალაკტიონი) რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე, გრანპრი საუკეთესო რეჟისურასთვის, საერთაშორისო კინოფესტივალ "არსენალში"(2000)
- 2005: „გასეირნება ყარაბაღში“ (თენგიზი) რეჟ. ლევან თუთბერიძე
- 2010: „შანტრაპა“ რეჟ. ოთარ იოსელიანი
ნათამაშები როლები
რუსთაველის თეატრი
- პოლიკარპე კაკაბაძე „ყვარყვარე თუთაბერი“ (ჯარისკაცი)
- ვიქტორ როზოვის „ვახშმობის წინ“ (დათო)
- რობერტ სტურუას, გიორგი (გოგი) ქავთარაძის „ბრალდება“ (ოთარი)
- ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“ (ღვთისო)
- ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადატრიალდება“ (დიტო )
- შალვა დადიანის „გუშინდელნი“ (ჯიბო)
- კონსტანტინე ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“ (ტარასი ხაზარაძე)
- ილია ჭავჭავაძის „ჩემო კალამო“ (ავტორი )
- უილიამ შექსპირი „ჰამლეტი“ (დიდებული)
- ნოდარ დუმბაძე „მზიანი ღამე“ (ავთო)
- „ვეფხისტყაოსანი“ (ტარიელი)
- სოფოკლე „ოიდიპოს მეფე“ (ოიდიპოსი)
- უილიამ შექსპირი „რიჩარდ მესამე“ (ჯორჯ კლარენსი)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1976: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1976: საქართველოს დამსახურებული არტისტი[1]
- 1983: „ხუთწლედის მატიანის“ პრემია
- 1987: საქართველოს სახალხო არტისტი[2]
- 1987: დავით კლდიაშვილის სახელობის პრემია
- 2017: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმის“ წოდება ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
ბიბლიოგრაფია
- 1989: „თქვენ მომაგონდით“
- 2004: „შატალო. მსახიობის ჩანაწერები“
- 2004: „კოქსართროზი“
- 2004: „მოთხრობები და მიძღვნები“
- 2004: „წყნარად, წარსულო, წყნარად“
- 2005: „სისხლიანი მეოცე“
- 2007: „პირველის უკანასკნელი ღამე“
- 2009: „თამადა“
რესურსები ინტერნეტში
- გოგი ხარაბაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გოგი ხარაბაძე — ეროვნული ფილმოგრაფია
- გოგი ხარაბაძე — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- დაბადებული 12 ივლისი
- დაბადებული 1942
- გარდაცვლილი 17 აგვისტო
- გარდაცვლილი 2023
- ქართველი მსახიობები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები
- საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- თბილისის მახათას მთის პანთეონში დაკრძალულები