შინაარსზე გადასვლა

გიორგი I დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი გიორგი I დადიანი ( გ. 1323) — ოდიშის ერისთავი, ბედან (ბედიან) დადიანის ძე.

ცხოვრება

პირველად 1293 წელს იხსენიება ოდიშის ერისთავად, მაგრამ როდის მიიღო ეს ტიტული უცნობია. იგი აქტიურად მონაწილეობდა შინაფეოდალურ ომებში, რომელიც დასავლეთ საქართველოში დაიწყო დავით VI ნარინის გარდაცვალების შემდეგ. გიორგი I დადიანის დროს ოდიშის საერისთავოში აიგო ხობის ტაძარი. იგი ეკლესიით ხელში გამოსახულია ამ ტაძრის ჩრდ. კედელზე შესაბამისი წარწერით, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გიორგი I დადიანი ატარებდა მანდატურთუხუცესის ტიტულს. მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ორ აღაპში. გიორგი I დადიანმა ოდიშის საერისთავოს ცხუმის საერისთავო მიუერთა და ოდიშის საერისთავოს დასავლეთი საზღვარი მდინარე კოდორიდან ანაკოფიის წყლამდე (დღევანდ. მდ. ფსირცხა) გადაიტანა.

ლიტერატურა

  • ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2012. — გვ. 27.
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
  • ბერაძე თ., ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული », 1967, [ტ.] 3;
  • გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII–XIV სს.), თბ., 1962;
  • მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941;
  • სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში, ილ. ანთელავას საერთო რედ., თბ., 1999.