ჰერმან გერინგი
ჰერმან ვილჰელმ გერინგი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
განათლება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამეცნიერო ხარისხი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტია | ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია |
მამა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დედა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე/ები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
[[:c:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ჰერმან ვილჰელმ გერინგი (გერმ. Hermann Wilhelm Göring, გერმანულად: [ˈɡøːʁɪŋ] (ფაილი:Speaker Icon.svg მოსმენა); დ. 12 იანვარი, 1893 — გ. 15 ოქტომბერი, 1946) — გერმანელი პოლიტიკოსი, სამხედრო მოღვაწე და ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში როგორც მფრინავი-ასი. სამხედრო დამსახურებებისთვის მიიღო ჯილდო Pour le Mérite[en], აგრეთვე ცნობილი როგორც ლურჯი მაქსი. იყო გამანადგურებელი ფრთა Jagdgeschwader 1-ის ბოლო უფროსი.
როგორც ნაცისტური პარტიის წევრმა 1923 წელს მიიღო მონაწილეობა ჩახშობილ სახელმწიფო გადატრიალებაში, რომელიც ცნობილია როგორც ლუდის პუტჩი. ბრძოლების დროს იგი დაიჭრა, რის შემდეგაც წამლის სახით მიღებულ მორფინზე გახდა დამოკიდებული. 1933 წელს, მას შემდეგ რაც ადოლფ ჰიტლერი ხელისუფლებაში მოვიდა, გერინგი გერმანიაში მეორე ადამიანი გახდა. გერინგია საიდუმლო პოლიციის, გესტაპოს დამაარსებელი, რომლის კონტროლიც მან მოგვიანებით ჰაინრიხ ჰიმლერს გადააბარა. 1935 წელს გახდა გერმანიის საჰაერო ძალების, ლუფტვაფეს მთავარსარდალი. თანამდებობა მან თითქმის მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე შეინარჩუნა. მოკავშირეთა დაბომბვის კამპანიამდე, გერინგი საკმაოდ პოპულარული იყო გერმანულ საზოგადოებაში. 1940 წლისთვის მან ძალაუფლების და გავლენის პიკს მიაღწია. როგორც ოთხწლიან გეგმაზე[კომ. 1] პასუხისმგებელზე, მასზე იყო დამოკიდებული გერმანული ეკონომიკის ნაწილის ფუნქციონირება. ჰიტლერის ბრძანებით, გერინგს მიენიჭა ვერმახტისთვის უმაღლესი, რაიხსმარშალის წოდება. 1941 წელს, ჰიტლერმა იგი პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობებზე თავის მემკვიდრედ დანიშნა.
მისი და ჰიტლერის ურთიერთობის გაცივება დაიწყო 1943 წლის დასაწყისისთვის, როდესაც ლუფტვაფეს აღარ შეეძლო მოკავშირეთა მიერ გერმანული ქალაქების დაბომბვის შეჩერება და სტალინგრადში ალყაში მოქცეული მე-6 არმიის საჰაერო გზით მომარაგება. ამის შემდეგ, გერინგმა თითქმის დატოვა პოლიტიკური და სამხედრო ასპარეზი და შეუდგა საკუთრების და ხელოვნების ნიმუშების შეგროვებას. 1945 წლის 22 აპრილს, როდესაც მას აცნობეს, რომ ჰიტლერი თვითმკვლელობას აპირებდა, გერინგმა ფიურერს რაიხზე კონტროლის გადაბარების თხოვნით მიმართა. ჰიტლერმა ეს მტრულ და მოღალატე აქტად ჩათვალა, გერინგი სახელმწიფო და პარტიული თანამდებობებიდან მოხსნა და მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნიურნბერგის პროცესზე გერინგს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და სამხედრო დანაშაულებისთვის წაუყენეს ბრალდება. მისი განაჩენი იყო ჩამოხრჩობა, თუმცა, მის შესრულებამდე ერთი დღით ადრე გერინგმა ციანიდი გადაყლაპა.
ბიოგრაფია
ადრეული ცხოვრება
გერინგი დაიბადა 1893 წლის 12 იანვარშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, გერმანიის იმპერიის ქალაქ როზენჰაიმის მარინბადის სანატორიაში. მამამისი, ჰაინრიხ ერნსტ გერინგი (13 ოქტომბერი, 1839 — 7 დეკემბერი, 1913), კავალერიის ყოფილი ოფიცერი, იყო სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის გერმანული პროტექტორატის (დღევანდელი ნამიბია) პირველი გენერალ-გუბერნატორი.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მთლიანობაში, ჰაინრიხ გერინგს ჰყავდა 9 შვილი, ჰერმანი კი მისი მეორე ცოლის, ბავარიელი გლეხი ფრანცისკა ტიფენბრუნის (1859–1943) ხუთი შვილიდან მეოთხე იყო. ჰერმანის უფროსი და-ძმანი იყვნენ კარლი, ოლგა და პაულა, უმცროსი ძმა კი ალბერტი იყო. ჰერმანის დაბადების დროს მამამისი იმყოფებოდა ჰაიტიში, როგორც გენერალური კონსული. ფრანცისკა გერმანიაში მოკლე დროით, მხოლოდ მშობიარობისთვის დაბრუნდა. ახალდაბადებული შვილი მან ბავარიაში, თავის მეგობარს დაუტოვა და შემდეგ მხოლოდ სამი წლის შემდეგ ნახა, როდესაც ქმართან ერთად გერმანიაში დაბრუნდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჰერმანის ნათლია იყო ჰერმან ეპენშტაინი – მდიდარი ებრაელი ფიზიკოსი და ბიზნესმენი, რომელსაც ჰაინრიხ გერინგი აფრიკაში შეხვდა. ეპენშტაინმა ოჯახს, რომელიც თავს ჰაინრიხის პენსიით ირჩენდა, ბერლინ-ფრიდენაუში სახლი უყიდა,Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მოგვიანებით კი ნიურნბერგთან ახლოს მდებარე პატარა სასახლე Veldenstein აჩუქა. გერინგის დედა 15 წლის განმავლობაში იყო ეპენშტაინის საყვარელი. ეპენშტაინმა, თავის მხრივ, მოიპოვა რიტერ ფონ ეპენშტაინის ტიტული სამეფო გვირგვინისთვის გაცემული შემოწირულობისათვის.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გერინგი ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო სამხედრო კარიერათი. მას ძალიან უყვარდა მამის ნაჩუქარი ბურების უნიფორმის ჩაცმა. თერთმეტი წლის ასაკში იგი მიაბარეს კერძო სკოლა-პანსიონატში, სადაც ცუდი საჭმელი და მკაცრი დისციპლინა იყო. გერინგმა ამას ვერ გაუძლო – ვიოლინოს გაყიდვით მიღებული ფულით მან სახლამდ მისასვლელი მატარებლის ბილეთი შეიძინა, საწოლში დაწვა და ავადმყოფობის სიმულირება დაიწყო. იგი მხოლოდ მაშინ შეჩერდა, როდესაც უთხრეს, რომ შეეძლო სკოლაში არ დაბრუნებულიყო.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted გერინგს კვლავ მოსწონდა სამხედრო საქმე — იგი ვითომ ალყას არტყავდა ველდენშტაინის სასახლეს. გარდა ამისა, იგი სწავლობდა ტევტონიკურ ლეგენდებს და საგებს. გერინგი ასევე მთამსვლელი გახდა. თექვსმეტი წლის ასაკში ის გააგზავნეს სამხედრო აკადემიაში, რომელიც მან ფრიადად დაამთავრაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ნიურნბერგის პროცესის დროს, ფსიქოლოგმა გუსტავ გილბერტმა დაადგინა, რომ გერინგის IQ 138-იაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted). 1912 წელს გერინგი პრუსიის არმიის პრინც ვილჰელმის სახელობის პოლკში ჩაირიცხა. 1913 წელს, გერინგის დედა ეპენშტაინს გაშორდა, რის გამოც ოჯახს ველდენშტაინის სასახლის დატოვება და მიუნხენში გადასვლა მოუწია. მალევე, გარდაიცვალა ჰაინრიხ ერნსტ გერინგი. 1914 წლის აგვისტოში, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, გერინგი და მისი პოლკი დისლოცირებული იყო ქალაქ მიულუზში.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პირველი მსოფლიო ომი
პირველი მსოფლიო ომის პირველ წელს, გერინგი თავის ქვეით პოლკთან ერთად საგარნიზონო ქალაქ მიულუზში იმყოფებოდა, რომელიც ფრანგული ფრონტიდან 2 კილომეტრში იყო. სანგრებში ნესტიანობის გამო, გერინგმა რევმატიზმი მიიღო. ჰოსპიტალში ყოფნის დროს, მეგობარმა ბრუნო ლორცერმა გერინგი დაარწმუნა გადასულიყო ავიაციურ ნაწილში, რომელიც 1916 წლის ოქტომბრისთვის Luftstreitkräfte (საჰაერო ძალები) გახდა. გერინგს გადაყვანაზე უარი უთხრეს. იმავე წელს, იგი ლორცერთან ერთად მფრინავ აპარატ Feldflieger Abteilung 25-ზე (FFA 25) გაფრინდა, რითიც თავი არაოფიციალურად მფრინავების რიგებში გადაიყვანა. მისი გაფრენა შეუმჩნეველი არ დარჩა – სასჯელად მას 3 კვირა ყაზარმაში „დაპატიმრება“ მიუსაჯეს. მიუხედავად ამისა, განაჩენი არ აღსრულდა. იმ დროს, როდესაც წესით განაჩენი უნდა აღსრულებულიყო, გერინგის და ლორცერის კავშირი ოფიციალური გახდა. ერთად ისინი FFA 25-ზე მფრინავი გუნდი გახდნენ და სამხედრო სამსახურის გავლა ხელმწიფის მეხუთე არმიაში გააგრძელეს. გერინგი და ლორცერი ასრულებდნენ დამბომბავ და სადაზვერვო დავალებებს, რის გამოც მათ სამეფო ოჯახისაგან პირველი კლასის რკინის ჯვარი მიიღეს.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პილოტის სავარჯიშო კურსების დამთავრების შემდეგ, გერინგი Jagdstaffel 5-ში განამწესეს. ერთ-ერთი საჰაერო ბრძოლის გერინგი დაიჭრა თეძოში, რის შემდეგაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში ჰოსპიტალში იმყოფებოდა. ამის შემდეგ, 1917 წლის თებერვალში, იგი გადაიყვანეს Jagdstaffel 26-ში, რომელსაც ლორცერი მეთაურობდა. მაისამდე გერინგი სტაბილურად იმარჯვებდა ბრძოლებში. საბოლოოდ, იგი Jagdstaffel 27-ის მეთაურად დანიშნეს. გერინგმა კვლავ განაგრძო გამარჯვებების მოპოვება. ორი რკინის ჯვრის გარდა (I და II კლასი), გერინგმა მიიღო ცარიგერის ლომის ორდენი ხმლებით, ფრიდრიხ ორდენი, მესამე კლასის ჰოენცოლერნის სახლის ორდენი ხმლებით, ხოლო 1918 წელს მან მიიღო Pour le Mérite.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჰერმან დალმანი, რომელიც იცნობდა გერინგს და ლორცერს, ამტკიცებს, რომ გერინგის დაჯილდოება ლორცერის ლობიში მოხდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted პირველი მსოფლიო ომი გერინგმა 22 სამხედრო გამარჯვებით დაასრულა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ომის შემდეგ მოკავშირეების მიერ ჩატარებული დანაკარგების აღრიცვის მიხედვით, გერინგის ორი გამარჯვება საეჭვოა, სამი შესაძლოა, დანარჩენი 17 კი ნამდვილი, ან კიდევ, თითქმის დადასტურებულია.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
1918 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა წითელი ბარონის, მანფრედ ფონ რიხტჰოფენის მემკვიდრე, ვილჰელმ რაინჰარდი, რის შედეგადაც 7 ივლისს გერინგი სათავეში ჩაუდგა მფრინავ ცირკ Jadgeschwader 1-ს. მისი ქედმაღლობის გაო, ესკადრონის პილოტებს შორის იგი არაპოპულარული იყო.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ომის ბოლო დღეებში, გერინგს უბრძანეს მოეხსნა ესკადრონი ფრონტის ხაზიდან და გადასულიყო ჯერ ტელანკორტის აეროდრომზე, შემდეგ კი დარმსტადში. საბოლოოდ, მან მიიღო ბრძანება გადაეცა თვითმფრინავები მოკავშირეებისთვის, რაზეც მან უარი განაცხადა. ესკადრონის არაერთმა პილოტმა განზრახ გაანადგურა თავისი თვითმფრინავი, რათა ისინი მტრის ხელში არ გადასულიყვნენ.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ბევრი სხვა გერმანელი ვეტერანის მსგავსად, გერინგი იზიარებდა ზურგში დანის ჩარჭობის თეორიას, რომლის მიხედვითაც გერმანულ ჯარს ომი არ წაუგია. სინამდვილეში, დამარცხების მიზეზი გახდა სამოქალაქო ლიდერობა: მარქსისტები, ებრაელები და განსაკუთრებულად რესპუბლიკელები, რომლებმაც გერმანული მონარქია დაამხეს.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ
ომის შემდეგ, გერინგი ავიაციაში დარჩა. იგი ცდილობდა თვითმფრინავით გასართობი წარმოდგენები ჩაეტარებინა. ხანმოკლე პერიოდი მუშაობდა კომპანია Fokker-ში. 1919 წელს დანიაში ცხოვრების შემდეგ, იგი გადავიდა შვედეთში, სადაც მუშაობა დაიწყო Svensk Lufttrafik-ში. გერინგს ასევე ხშირად ქირაობდნენ ხოლმე პირადი ფრენებისთვის. ასე, 1920-1921 წლის ზამთარში, იგი დაიქირავა კოუნტ ერიკ ფონ როზენმა და გერინგი ღამის გასათევად დაპატიჟა. დამქირავლების სახლში მომავალმა რაიხსმარშალმა პირველად ნახა სვასტიკა, რომელიც როზენს ოჯახის სიმბოლო.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვედეთშივე გერინგი პირველად შეხვდა თავის მომავალ ცოლს: როზენმა. სტუმარს წარუდგინა თავისი მული, ბარონესა კარინ ფონ კანცოუ, რომელიც ქმარს დაშორებული იყო და რვა წლის შვილი ჰყავდა. გერინგი მაშინვე დაინტერესდა და ბარონესას სტოკჰოლმში შეხვედრა სთხოვა. ისინი ფონ კანცოუს მშობლების სახლში შეხვდნენ, 1921 წელი კი ერთად გაატარეს. როდესაც გერინგი მიუნხენში უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების შესასწავლელად გაემგზავრა, მისმა შეყვარებულმა განქორწინება მოიპოვა და გერინგს გაჰყვა. ისინი 1922 წლის 3 თებერვალს დაქორწინდნენ. მათი პირველი სახლი მდებარეობდა მიუნხენიდან 80 კილომეტრში.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 1922 წელს, ადოლფ ჰიტლერთან შეხვედრის და ნაცისტურ პარტიაში გაწევვრიანების შემდეგ, ისინი მიუნხენის გარეუბან ობერმენცინგში (Obermenzing) გადავიდნენ საცხოვრებლად.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ადრეული კარიერა ნაცისტურ პარტიაში
გერინგი ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში 1922 წელს, ჰიტლერის გამოსვლის მოსმენის შემდეგ გაწევრიანდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 1923 წელს, პარტიის ნახევრად სამხედრო ორგანიზაციაში, SA-ში გერინგს ჯერ Oberster SA-Führer-ის,Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted შემდეგ კი გრუპენფიურერის ჩინი მიანიჭეს, რომელიც მან 1945 წლამდე შეინარჩუნა. ამავე დროს, მისი ცოლი, რომელსაც ჰიტლერი მოსწონდა, ხშირად აწყობდა ნაცისტთა ლიდერების შეხვედრას. მათ შორის იყვნენ თვითონ გერინგი, ჰიტლერი, რუდოლფ ჰესი, ალფრედ როზენბერგი და ერნსტ რემი.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მოგვიანებით, ჰიტლერმა გაიხსენა ადრეული კავშირი გერინგთან:
მე ის მომწონდა. მე ის ჩემი SA-ს მეთაურად დავნიშნე. მათ შორის იგი იყო ერთადერთი, რომელიც SA-ს სწორად გაუძღვა. მე მას დაფლეთილი ბრბო მივეცი, მოკლე დროში კი მან 11,000-კაციანი დივიზია შექმნა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
1920-იანი წლების დასაწყისში ჰიტლერი და ნაცისტური პარტია პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნით მიუნხენში ყრილობებს და მასობრივ შეხვედრებს ატარებდნენ.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ბენიტო მუსოლინის მიერ განხორციელებული რომზე მარშით შთაგონებულმა ნაცისტებმა 1923 წლის 8-9 ნოემბერს მოაწყვეს თავიანთი პუტჩი, ცნობილი როგორც ლუდის პუტჩი. მთავრობის ერთგულ დანაყოფებთან ბრძოლის დროს ჰიტლერთან ახლოს მყოფი გერინგი ფეხში დაიჭრა. გარდა ამისა, დაიღუპა 14 ნაცისტი და 4 პოლიციელი. დააპატიმრეს ჰიტლერიც.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ცოლის დახმარებით, გერინგი გადაიმალა ავსტრიულ ინსბრუკში, სადაც ქირურგიული ჩარევა და მორფინი მიიღო. იქიდან დაიწყო გერინგის დამოკიდებულება მორფინის მიმართ.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჰოსპიტალში გერინგი იმ წლის 24 დეკემბრამდე იმყოფებოდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ამავე დროს, მიუნხენის ხელისუფლებამ მასზე ძებნა გამოაცხადა. გერინგს, რომელსაც დიდი ფინანსები არ ჰქონდა, ნაცისტების მიმართებაში სიმპატიით განწყობილ ადამიანებზე მოუწია დაყრდნობა. 1924 წლის მაისს იგი ეწვია იტალიას, რომში კი შეხვდა იტალიელი ფაშისტების ლიდერ ბენიტო მუსოლინის, რომელმაც დაპატიმრებულ ჰიტლერთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კომენტარები
- ↑ ადოლფ ჰიტლერის მიერ შემუშავებელი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა გერმანიის ეკონომიკის სამხედრო მდგომარეობაზე გადაყვანას
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
რესურსები ინტერნეტში
- ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ჰერმან გერინგი
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- გერმანელი სამხედრო მოღვაწეები
- სამხედრო დამნაშავეები
- ნაცისტური გერმანიის სამხედრო დამნაშავეები
- დაბადებული 12 იანვარი
- დაბადებული 1893
- გარდაცვლილი 15 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 1946
- რაიხსტაგის დეპუტატები (ვაიმარის რესპუბლიკა)
- რაიხსტაგის დეპუტატები (მესამე რაიხი)