შინაარსზე გადასვლა

რაიხსკანცლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:1895 reichskanzlerpalais.jpg
რაიხსკანცლერის რეზიდენცია
ფაილი:Bismarck pickelhaube.jpg
ოტო ფონ ბისმარკი

რაიხსკანცლერი (გერმ. Reichskanzler, სიტყვასიტყვით — იმპერიის კანცლერი) — მთავრობის თავმჯდომარე გერმანიის იმპერიაში და ვაიმარის რესპუბლიკაში. 1918 წლამდე რაიხსკანცლერი ინიშნებოდა კაიზერის მიერ, ხოლო 1918 წლის შემდეგ რაიხსპრეზიდენტის მიერ. მაგრამ ვაიმარის რესპუბლიკაში მისთვის შეიძლებოდა გამოეცხადებინა უნდობლობა რაიხსტაგს, ამიტომ დანიშვნა ხდებოდა რაიხსტაგის პარტიული შემადგენლობის გათვალისწინებით.

პირველი რაიხსკანცლერი იყო ოტო ფონ ბისმარკი.

იხილეთ აგრეთვე

en:Chancellor of the German Empire