ფრანსისკო გოია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაიბადა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაიცვალა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფრანსისკო ხოსე დე გოია-ი-ლუსიენტესი (ესპ. Francisco José de Goya y Lucientes; დ. 30 მარტი, 1746, ფუენდეტოდოსი, სარაგოსასთან — გ. 16 აპრილი, 1828, ბორდო) — ესპანელი ფერმწერი, გრაფიკოსი, გრავიორი.
ბიოგრაფია
ფრანსისკო გოია დაიბადა 1746 წელს სარაგოსასთან ახლოს, ფუენდეტოდოსში. მამა ვარაყის, ოქროს ხელოსანი იყო. ოჯახში სამი ბიჭი იზრდებოდა. ფრანსისკო ყველაზე უმცროსი იყო. კარგი განათლება ვერ მიიღეს, ამიტომ, ფრანცისკო მთელი ცხოვრება ცუდად წერდა. 1760 წელს ოჯახი სარაგოსაში გადავიდა საცხოვრებლად. ყმაწვილი ფრანსისკო მიაბარეს ლუსანა ი მარტინესის სახელოსნოში შეგირდად.
1766 წელს ფრანსისკო მადრიდში ჩავიდა. იქ გაეცნო სასახლის კარის მხატვრების ნამუშევრებს. ხვეწდა რა თავის ოსტატობას 1763 წელს მონაწილეობა მიიღო მადრიდის სამხატვრო აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში იმის იმედით რომ მიიღებდნენ სან ფერნანდოს ხელოვნების სამეფო აკადემიაში. მისი ნახატი არ მოეწონათ. 1766 წელს ფრანსისკომ კვლავ სცადა ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩაბარება მაგრამ უშედეგოდ, მისი ნამუშევარი კვლავ დაიწუნეს.
1771 წელს ფრანსისკო იტალიაში გაემგზავრა. ქალაქ პარმაში მან თავისი ნახატი გაიტანა კონკურსზე და მოიპოვა პარმის სამხატვრო აკადემიის მეორე პრემია ანტიკურ თემაზე შექმნილი ნახატისთვის, „ჰანიბალი ალპებიდან დასცქერის იტალიას“. იმავე წლის ბოლოს ფრანსისკო დაბრუნდა სარასოგაში და შეუდგა ფრესკების მოხატვას. 1773 წლიდან გადავიდა სამუშაოდ თავის მეგობარ ფრანსისკო ბაიუასთან რომელიც გახლდა [[|ესპანეთის მონარქების სია|ესპანეთის მეფე]] კარლოს III-ს კარის მხატვარი. გოიამ გაიცნო ფრანსისკოს და ხოსეფა (პეპა) რომელზეც იქორწინა 1773 წლის 25 ივლისს. იმ დროისათვის ხოსეფა (პეპა) 5 თვის ფეხმძიმე იყო. ოთხ თვეში წყვილს შეეძინა ბიჭი რომელსაც ეუსებიო დაარქვეს. ხოსეფას და ფრანსესკოს რამდენიმე შვილი შეეძინათ.მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა სახელად ფრანსისკო ხავიერ პედრო გოია რომელიც ასევე მხატვარი გამოვიდა. ხოსეფა გარდაიცვალა 1812 წელს. გოიას ნახატებიდან შემონახულია მხოლოდ ერთადერთი ნახატი ხოსეფას გამოსახულებით.
1780 წელს გოიამ დახატა მეფის პორტრეტი. ამის შემდეგ დახატა „ჯვარცმა“ და ასე გახდა სამეფო აკადემიის წევრი. 1785 წელს გახდა ამავე აკადემიის ფერწერის განყოფილების ვიცე-დირექტორი, 1795 წელს კი დირექტორი. 1786 წელს გახდა სამეფო კარის მხატვარი. 1799 წელს მეფე კარლოს III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა კარლოს IV. გოია ასევე მის კარის მხატვრად და პირველ ფერმწერად იქცა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1978. — გვ. 204–205.
რესურსები ინტერნეტში
- ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფრანსისკო გოია“ ვიკისაწყობში.
- Francisco Goya's Cats
- Goya in Aragon Foundation: Online catalogue Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|