შინაარსზე გადასვლა

ლუდვიგ ფოიერბახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუდვიგ ანდრეას ფონ ფოიერბახი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მშობლიური სახელი გერმ. Ludwig Andreas von Feuerbach
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
მოქალაქეობა გერმანიის იმპერია
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ძირითადი ინტერესები რელიგიის ფილოსოფია, ეთიკა
გავლენა მოახდინეს ჰეგელი, კარლ დაუბი, ფრიდრიხ შლაიერმახერი, ფრიდრიხ ჰაინრიხ იაკობი
გავლენა მოახდინა კარლ მარქსი, ფრიდრიხ ენგელსი, მაკს შტირნერი, ფრიდრიხ ნიცშე, მარტინ ბუბერი, ბრუნო ბაუერი, რიხარდ ვაგნერი
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ლუდვიგ ანდრეას ფონ ფოიერბახი (გერმ. Ludwig Andreas von Feuerbach; დ. 28 ივლისი, 1804, ლანდსჰუტი — გ. 13 სექტემბერი, 1872, ნიურნბერგი) — გერმანელი ფილოსოფოსი-მატერიალისტი, ათეისტი, კომუნისტი და ანთროპოლოგი. ყველაზე მეტად ცნობილი თავისი წიგნით — ქრისტიანობის არსება. განათლება მიიღო ჰაიდელბერგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. ჰეგელის სალექციო კურსის დასრულების შემდეგ მამას მისწერა: „4 წლის განმავლობაში ჰეგელისგან იმაზე მეტი ვისწავლე, ვიდრე მანამდე განვლილ 20 წელიწადში სრულად.“

ბიოგრაფია

ლუდვიგ ფოიერბახი დაიბადა 1804 წლის 28 ივლისს ლანდსჰუტში, ბავარიაში, ცნობილი კრიმინალისტის ანსელმ ფოიერბახის ოჯახში. 1823 წელს შევიდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე. თუმცა, მალევე, მან თავისი მშობლების სურვილის წინააღმდეგ, უარი თქვა თეოლოგიაზე და ფილოსოფიის შესწავლა გადაწყვიტა. 1824 წელს მიატოვა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და სწავლა ბერლინის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც ფილოსოფიას კითხულობდა ჰეგელი. 1825 წელს მამისადმი მიწერილ წერილში ამბობს: თარგი:Blockquote

1829 წელს, ბერლინის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ფოიერბახმა ერლანგენის უნივერსიტეტში დაიკავა პრივატ-დოცენტის თანამდებობა და ლექციებს კითხულობდა ლოგიკასა და მეტაფიზიკაში. აქ მან დაიცვა დისერტაცია თემაზე „ერთიანი, ზოგადსაყოველთაო და განუსაზღვრელი გონების შესახებ“, რომელიც დაწერილი იყო ჰეგელის ობიექტური იდეალიზმის პოზიციიდან. 1830 წელს ანონიმურად გამოსცა თავისი ნაშრომი: „აზრები სიკვდილისა და უკვდავების შესახებ“, რომელშიც უარყოფს ინდივიდუალური სულის უკვდავებას და ასაბუთებს იმას, რომ ადამიანმა მთელი ყურადღება ზეციდან რეალურ, მიწიერ ცხოვრებას უნდა გადაიტანოსო. მალევე თეოლოგებმა წიგნის კონფისკაცია მოახდინეს.

ფოიერბახის პირველ მნიშვნელოვან ნაშრომად მის მიერ 1833 წელს გამოქვეყნებული „ფილოსოფიის ისტორია ბეკონიდან სპინოზამდე“ ითვლება, რომელიც ჰეგელის ფილოსოფიის გავლენით დაწერა. ამ ნაშრომში უკვე „აღმოცენებულია“ კითხვა, რომელიც ყოველთვის ყველაზე მეტად აინტერესებდა ფოიერბახს - კითხვა ფილოსოფიის რელიგიასთან მიმართების შესახებ. მომდევნო წელს გამოაქვეყნა „მწერალი და ადამიანი“. 1837 წელს - „ლაიბნიცის ფილოსოფიის დალაგება, განვითარება და კრიტიკა“, ხოლო 1939 წელს მონოგრაფია „პიერ ბეილზე“, რომელშიც იგი ასაბუთებს დებულებას გონებისა და რწმენის შეუთავსებლობაზე, რაც შემდეგში ღრმად განავითარა „ქრისტიანობის არსებაში“.

ნაშრომები

  • „აზრები სიკვდილისა და უკვდავების შესახებ“ (1830)
  • „ფილოსოფიის ისტორია ბეკონიდან სპინოზამდე“ (1833)
  • „მწერალი და ადამიანი“ (1834)
  • „ლაიბნიცის ფილოსოფიის დალაგება, განვითარება და კრიტიკა“ (1837)
  • „პიერ ბეილი“ (1839)
  • „ქრისტიანობის არსება“ (1841)
  • „ფილოსოფიის რეფორმის აუცილებლობა“ (1842)
  • „წინასწარი თეზისები ფილოსოფიის რეფორმისათვის“ (1842)
  • „მომავლის ფილოსოფიის ძირითადი საფუძვლები“ (1843)
  • „რელიგიის არსება“ (1845)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted