გონსალო იგუაინი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გონსალო ხერარდო იგუაინი (ესპ. Gonzalo Gerardo Higuaín; დ. 10 დეკემბერი, 1987, ბრესტი, საფრანგეთი) — არგენტინელი ფეხბურთელი. მსოფლიოს 2014 წლის ვიცე-ჩემპიონი და კოპა ამერიკის ორგზის ფინალისტი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე.[1][2]
ბიოგრაფია
იგუაინი ბრესტში დაიბადა. ის 3 წლის იყო, როდესაც იგუაინების ოჯახი საცხოვრებლად არგენტინაში დაბრუნდა. მას ბურთის თამაში ადრინდელი ასაკიდანვე შეუყვარდა და ფეხბურთზე მისვლაც გადაწყვიტა. 9 წლისა ის „რივერ პლეიტის“ საფეხბურთო სკოლაში აიყვანეს ძმა ფედერიკოსთან ერთად. იგუაინი თანდათან უფრო იხვეწებოდა, რივერის ახალგაზრდულ გუნდში არგენტინის იუნიორთა ჩემპიონატიც მოიგო და ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელის ასეთი წარმატებული თამაში „რივერის“ მწვრთნელებმაც შეამჩნიეს და გონსალო პირველ გუნდში გადაიყვანეს.
იგუაინის დებიუტი „რივერის“ რიგებში 2005 წლის 29 მაისს შედგა, „ხიმნასია ლა პლატას“ წინააღმდეგ. იგუაინი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა. მე-10 წუთზე საგოლე პასიც გააკეთა, თუმცა ეს მის გუნდს გასამარჯვებლად არ ეყო, „რივერი“ 1–2 დამარცხდა. იმ სეზონში იგუაინმა 4 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.
მომდევნო სეზონი იგუანმა საკმაოდ კარგად დაიწყო, 2006 წლის 19 მარტს „ოლიმპოსთან“ მატჩში დუბლიც შეასრულა. ახალგაზრდა არგენტინელი დანიელ პასარელას ხელში მთლიანად გაიხსნა. სახელგანთქმულმა არგენტინელმა სპეციალისტმა იგუაინი 4 სხვადასხვა პოზიციაზე გამოსცადა, რომ მისთვის იდეალური სათამაშო ამპლუა ეპოვა, და საბოლოოდ ამდენი ცდას შემდეგ იგუაინს ადგილი მარცხნივ მიუჩინა. მარცხენა თავდამსხმელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ნახევარდაცვაშიც ნაყოფიერად იმოქმედებდა. სხვათა შორის, ჯერ კიდევ არგენტინაში თამაშისას, მას“არგენტინელ რობინიოს” ეძახდნენ. რობინიოს მსგავსად მასაც დიდებულად შეუძლია მარჯვნივ ასპარეზობა, თუმცა მარცხენა ფლანგზე ამჯობინებს თამაშს.
2006 წლის 8 ოქტომბერს მან მონაწილეობა მიიღო არგენტინულ სუპერკლასიკოში. ეს მატჩი 2 ფეხბურთელის დაპირისპირებად მოინათლა. ერთი მათგანი რივერის ლიდერი გონსალო იგუანი იყო, მეორე კი ბოკას წამყვანი ფებხურთელი — ფერნანდო გაგო. ამ უკანასკნელს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა იგუაინის განეიტრალებაში. გონსალომ მატჩში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. „ბოკა“ სეზონის მანძილზე პირველად დამარცხდა, რაშიც დიდი როლი სწორედ იგუაინმა შეასრულა. ამ მატჩის შემდეგ იგუაინმა არგენტინის ჩემპიონატში კიდევ 2 გოლი გაიტანა და მისით გრანდები დაინტერესდნენ. განსაკუთრებით „მილანი“ აქტიურობდა, რომელიც ახალგაზრდა, იმედისმომცემი თავდამსხმელის ყიდვით იყო დაინტერესებული. „ჩელსი“, „მანჩესტერი“, „ლაციო“, „მილანი“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „რეალი“, — გონსალომ არჩევანი მადრიდულ გუნდზე შეაჩერა.
რეალ მადრიდი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted „რეალმა“ იგუაინი ზამთარში შეიძინა, 13 მილიონ ევროდ.
იგუანის დებიუტი პრიმერაში „სარაგოსას“ წინააღმდეგ შედგა, 2007 წლის 14 იანვარს. გონსალომ დიდებულად იასპარეზა. გარდა იმისა, რომ პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა, ფლანგებზე საკმაოდ აქტიურად მოქმედებდა და არც მეტოქე გუნდის მცველების მოტყუებას “ერიდებოდა”. განსაკუთრებით სტუმართა კაპიტანს, გაბრიელ მილიტოს გაუშრო სისხლი, რომელსაც 3-ჯერ ბურთი თავზე გადაუგდო და 2-ჯერ ფეხებს შორისაც გაუტარა.
იგუანმა რამდენიმე გადამწყვეტი გოლი გაიტანა მნიშვნელოვან მატჩებში, მათ შორის აღსანიშნავია „ატლეტიკოსთან“ და „ესპანიოლთან“ გატანილი გოლები.
2007 წლის ზაფხულში კი გუნდში ბერნდ შუსტერი მოვიდა, რომელმაც გუნდიდან ხოსე-ანტონიო რეიესი გაუშვა და არჩევანი იგუანის სასარგებლოდ გააკეთა. თუმცა აგვისტოში გერმანელმა სპეციალისტმა კვლავ მოითხოვა უმაღლესი კლასის გარემარბის გადაბირება და ფლორენ მალუდასა და რიკარდო კვარეზმას ტრანსფერების ჩაშლის შემდეგ, მადრიდელებმა არიენ რობენი გადაიბირეს.
მიმდინარე სეზონში იგუანი მოედანზე იშვიათად ჩნდება, თუმცა ერთი ასპექტი მაინც დახვეწა, - მას გოლები შედარებით მეტი რაოდენობით გააქვს: „ალმერიასთან“ შეცვლაზე, საკმაოდ ლამაზ სტილში გატანილი გოლი და მეორე გოლი „უელვასთან“ მატჩში, ასევე საკმაოდ ლამაზად, ვარდნაში. მიუხედავად ყველაფრისა, შუსტერი აცხადებდა, რომ იგუანს კვლავ ენდობოდა და ადრე თუ გვიან მას შანსს აუცილებლად მისცემდა.
სანაკრებო კარიერია
მაშინ როდესაც იგუანი რივერში ბრწყინავდა და არგენტინელებიც ახალი ვარსკვლავის ნაკრებში გამოძახების მოლოდინში იყვნენ, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი, რაიმონ დომენეკი სადღაც ფეხბურთელის ნათესავს შეხვდა და გაარკვია, რომ გონსალო საფრანგეთში იყო დაბადებული. შედეგად მომდევნო სანაკრებო შეხვედრაზე იგუანი საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახე. გონსალომ უარი განაცხადა საფრანგეთის ნაკრებში თამაშზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ არგენტინის ეროვნული გუნდის ფორმას მოირგებდა.
კარიერული სტატისტიკა
საკლუბო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted[3]
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | ევროპა | სხვა1 | სულ | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
რივერ პლეიტი | 2004–05 | 4 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | – | 4 | 0 | |
2005–06 | 14 | 4 | 0 | 0 | 4 | 2 | – | 18 | 6 | ||
2006–07 | |||||||||||
სულ | 35 | 13 | 0 | 0 | 6 | 2 | 0 | 0 | 41 | 15 | |
რეალ მადრიდი | 2006–07 | 19 | 2 | 2 | 0 | 2 | 0 | – | 23 | 2 | |
2007–08 | 25 | 8 | 4 | 1 | 5 | 0 | – | 34 | 9 | ||
2008–09 | 34 | 22 | 2 | 1 | 7 | 0 | 1 | 1 | 44 | 24 | |
2009–10 | 32 | 27 | 1 | 0 | 7 | 2 | – | 40 | 29 | ||
2010–11 | 17 | 10 | 2 | 1 | 6 | 2 | – | 25 | 13 | ||
2011–12 | 35 | 22 | 5 | 1 | 12 | 3 | 2 | 0 | 54 | 26 | |
2012–13 | 28 | 16 | 5 | 0 | 9 | 1 | 2 | 1 | 44 | 18 | |
სულ | 190 | 107 | 21 | 4 | 48 | 8 | 5 | 2 | 264 | 121 | |
ნაპოლი | 2013–14 | 32 | 17 | 5 | 2 | 9 | 5 | – | 46 | 24 | |
2014–15 | 37 | 18 | 4 | 1 | 16 | 8 | 1 | 2 | 58 | 29 | |
2015–16 | 35 | 36 | 2 | 0 | 5 | 2 | – | 42 | 38 | ||
სულ | 104 | 71 | 11 | 3 | 30 | 15 | 1 | 2 | 146 | 91 | |
სულ კარიერაში | 329 | 191 | 32 | 7 | 84 | 25 | 6 | 4 | 451 | 227 |
1 იგულისხმება ასევე ესპანეთის სუპერთასი და იტალიის სუპერთასი.
სანაკრებო
ნაკრები | სეზონი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
არგენტინა | |||
2009 | 3 | 1 | |
2010 | 10 | 6 | |
2011 | 9 | 5 | |
2012 | 8 | 4 | |
2013 | 5 | 4 | |
2014 | 11 | 3 | |
2015 | 8 | 2 | |
2016 | 8 | 5 | |
სულ | 62 | 30 |
სანაკრებო გოლები
- მოცემულია 2016 წლის 21 ივნისის მდგომარეობით. მოცემულ ცხრილში არგენტინა იგულისხმება პირველ გუნდად, ხოლო მოწინააღმდეგე - მეორე გუნდად.
მიღწევები
საკლუბო
- რეალ მადრიდი[5]
- ლა ლიგა (3): 2006–07, 2007–08, 2011–12
- ესპანეთის თასი (1): 2010–11
- ესპანეთის სუპერთასი (2): 2008, 2012
- ნაპოლი[5]
- იტალიის თასი (1): 2013–14
- იტალიის სუპერთასი (1): 2014
სანაკრებო
- არგენტინა[5]
- მსოფლიო ჩემპიონატი: ვერცხლის პრიზიორი: 2014
- კოპა ამერიკა: ვერცხლის პრიზიორი (2): 2015,[6] 2016
ინდივიდუალური
- სერია A-ს წლის საუკეთესო კლუბი: 2013–14[7]
- სერია A-ს ბომბარდირი: 2015–16 (36 გოლი)[8]
- ევროპის ლიგის სეზონის საუკეთესო შემადგენლობა: 2013–14, 2014–15[9]
- "Ideal Team of America"-ის საუკეთესო ფორვარდი: 2006[10]
- მსოფლიოს ჩემპიონატი 2010-ის მატჩის გმირი: სამხრეთ კორეის წინააღმდეგ[11]
- მსოფლიოს ჩემპიონატი 2014-ის მატჩის გმირი: ბელგიის წინააღმდეგ[12]
რეკორდები
რესურსები ინტერნეტში
- BDFutbol-ის პროფილები
- Futbol360-ის პროფილი
- Sportepoch-ის პროფილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Transfermarkt-ის პროფილი
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted — ფიფას ჩანაწერითარგი:დაარქივებულის ნიშანიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ "The dream is over" says Higuain after final match
- ↑ Gonzalo Higuain to retire at end of Inter Miami's 2022 MLS season
- ↑ Higuain Statistics Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. Retrieved 30 October 2008.
- ↑ იგულისხმება იგუაინის ჩატარებული მატჩების რაოდენობა ნაკრებში მოცემულ დროს
- ↑ 5.0 5.1 5.2 G. Higuaín - Soccerway. Soccerway. ციტირების თარიღი: 18 October 2015.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Conte miglior allenatore del 2013-14, ma Agnelli: "È permaloso" Italian. La Gazzetta dello Sport (15 December 2014). ციტირების თარიღი: 18 October 2015.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ UEFA Europa League squad of the season. UEFA.com (3 June 2015). ციტირების თარიღი: 7 July 2015.
- ↑ South American Team of the Year. Rsssf.com (16 January 2009). Retrieved on 17 April 2014.
- ↑ 2010 World Cup: Argentina vs. Korea Republic (4-1). FIFA (17 June 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 18 October 2015.
- ↑ 2014 FIFA World Cup Quarter-final Argentina - Belgium 1 : 0 Match report. FIFA (5 July 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 18 October 2015.
- ↑ Napoli's Gonzalo Higuain sets Serie A goals record with 36 in a season. ESPN (14 May 2016). ციტირების თარიღი: 30 May 2016.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
თარგი:არგენტინის შემადგენლობა 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე
- Pages with script errors
- გასამართი სტატიები
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- დაბადებული 10 დეკემბერი
- დაბადებული 1987
- ბასკი არგენტინელები
- ფრანგი არგენტინელები
- არგენტინელი ფეხბურთელები
- არგენტინის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- რივერ პლეიტის ფეხბურთელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- მადრიდის რეალის ფეხბურთელები
- სერია A-ს ფეხბურთელები
- ნაპოლის ფეხბურთელები
- მილანის ფეხბურთელები
- იუვენტუსის ფეხბურთელები
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- ჩელსის ფეხბურთელები
- MLS-ის ფეხბურთელები
- 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2011 წლის კოპა ამერიკის ფეხბურთელები
- 2015 წლის კოპა ამერიკის ფეხბურთელები
- უეფა-ს ევროპა ლიგის გამარჯვებული მოთამაშეები