გრიგოლ ბედიაშვილი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted გრიგოლ (გია) ბედიაშვილი (დ. 2 თებერვალი, 1980, რუსთავი) — ქართველი ფეხბურთელი, მეკარე.
კარიერა
საკლუბო
გრიგოლ ბედიაშვილმა პროფესიული საფეხბურთო კარიერა მშობლიურ რუსთავის „გორდაში“ დაიწყო. შემდეგ იყო ბათუმის „დინამო“ და თბილისის „თბილისი“. 2004 წელს იგი „ვიტ ჯორჯიაში“ გადავიდა, სადაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. 2005 წელს ითამაშა ინტერტოტოს თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე[1] და 2006/07 წლების უეფა-ს თასის საკვალიფიკაციო ეტაპებზე.[2] 2009 წელს კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. 2010 წლიდან დაბრუნდა კლუბში, სადაც პროფესიონალური კარიერა დაიწყო და დღესაც „მეტალურგის“ პირველი ნომერია.
სანაკრებო
მისი სტაბილური თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ექტორ რაულ კუპერს და 2008 წლის შემოდგომაზე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, თუმცა ბედიაშვილის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2009 წლის 10 ივნისს ალბანეთთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. ბედიაშვილმა შესანიშნავად გაართვა თავი ამ ტვირთს, თუმცა ერთადერთი შეცდომა დაუშვა და მეტოქემ თამაში წაგებისგან იხსნა.
ტიტულები
- უმაღლესი ლიგა ჩემპიონი (1): 2008/2009
- უმაღლესი ლიგა მეორე ადგილი (1): 2011/2012
- საქართველოს თასის გამარჯვებული (1): 2009/2010
- საქართველოს სუპერ თასის გამარჯვებული (2): 2009/2010, 2010/2011.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted