გრიუნვალდის ბრძოლა
თარგი:Stack გრიუნვალდის ბრძოლა (გერმანულ ლიტერატურაში — ბრძოლა ტანენბერგთან) — „დიდი ომის“ (1409-1411) გადამწყვეტი ბრძოლა, რომელშიც პოლონეთ-ლიტვა-რუსეთის ჯარებმა 15 ივლისს ტევტონთა ორდენის ჯარები გაანადგურეს. მოკავშირეთა არმია (სარდალი პოლონეთის მეფე ვლადისლავ II იაგაილო; 32 ათასი კაცი) შედგებოდა პოლონელთა, ლიეტუველთა, რუსთა (მათ შორის უკრაინელები და ბელარუსები), უნგრელები, ვლახელების, ჩეხ-მორავიელებისა და თათართა რაზმებისაგან, ორდენის ჯარები (სარდალი დიდი მაგისტრი ულრიხ ფონ იუნგინგენი; 27 ათასი კაცი) – გერმანელი, ფრანგი და სხვა რაინდებისა და დაქირავებული რაზმებისაგან (შვეიცარიელები, ინგლისელები და სხვა).
ბრძოლა ორდენის ბომბარდების ბათქით დაიწყო, მაგრამ მოკავშირეთა ჯარისათვის ზიანი არ მიუყენებია. თათართა მხედრობამ და ლიეტუველებმა ჯვაროსანთა მარცხენა ფრთას შეუტიეს. გერმანელმა რაინდებმა ისინი უკუაგდეს და უკან დაედევდნენ. მათ მარჯვენა ფრთაზე განლაგებული პოლონელებიც შეავიწროვეს. ამ კრიტიკულ მომენტში ბრძოლის ველზე დარჩენილმა რუსთა პოლკებმა შებოჭეს ჯვაროსანთა ნაწილები. ამასობაში იერიშზე გადავიდნენ პოლონელები, ლიეტუველებმაც მოახერხეს ძალთა გადაჯგუფება. დიდმა მაგისტრმა ბრძოლაში ჩართო რეზერვი, მაგრამ უშედეგოდ - ჯვაროსნები გარშემორტყმული აღმოჩნდნენ, მათი დიდი ნაწილი განადგურდა.
ამ ბრძოლამ სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ტევტონთა ორდენს და საბოლოოდ აღკვეთა მისი აგრესია აღმოსავლეთში.
ლიტერატურა
- ქსე, ტ. 3, გვ. 275, თბ., 1978
რესურსები ინტერნეტში
- Virtual trip - 360VR panoramic images from Grunwald Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Account by Jan Dlugosz, written sixty years after the battle
- 600th anniversary celebrations in 2010 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Battle of Grunwald reenactment