გრიფინები (სეზონი 1)
გრიფინები (სეზონი 1) | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted პირველი და მეორე სეზონის DVD გამოცემის გარეკანის ფოტო | |
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 7 |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | Fox |
ეთერში | 31 იანვარი, 1999 – 16 მაისი, 1999 |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ანიმაციური ტელესერიალ „გრიფინების“ პირველი სეზონი გადაიცემოდა ტელეარხ Fox-ის ეთერში 1999 წლის 31 იანვრიდან 16 მაისამდე. ის შედგება 7 ეპიზოდისგან. სიუჟეტის ცენტრში არის გრიფინების ოჯახი: პიტერი, (მამა), ლოისი (დედა), მეგი (ქალიშვილი), კრისი (ვაჟიშვილი), სტიუ (ვაჟიშვილი) და ანთროპომორფული ძაღლი ბრაიანი. ოჯახის ყველა წევრი ცხოვრობს გამოგონილ ქალაქ კუაჰოგში. პერსონაჟებს ახმოვანებენ მსახიობები: სეთ მაკფარლეინი, ალექს ბორშტეინი, სეთ გრინი, ლეისი ჩემბერტი, ხოლო სეზონის აღმასრულებელ პროდიუსერებად გვევლინებიან დეივიდ ცუკერმანი და სეთ მაკფარლეინი.
სერიალის პირველი ეპიზოდის პრემიერა შედგა 1999 წლის 31 იანვარს და ჰყავდა დაახლოებით 22.01 მილიონი მაყურებელი.[1] სეზონმა დაიმსახურა უამრავი შექება კრიტიკოსებისგან.[2] საიტ IGN-მა ბრაიანი და ეპიზოდი „I Never Met the Dead Man“ დაასახელა სეზონის შესანიშნავ მოვლენად.[2][3] თუმცა ზოგიერთმა მიმოხილველმა უარყოფითი შეფასება მიანიჭა პროექტს.
სეთ მაკფარლეინმა სერიალის შექმნაზე ჯერ კიდევ 1995 წელს ჩაიფიქრა, მაშინ როდესაც სწავლობდა ანიმაციას როდ-აილენდის დიზაინის სკოლაში.[4] აქ მან შეიმუშავა სადიპლომო ნამუშევარი ლარის ცხოვრება,[4] რის შედეგადაც კომპანია Hanna-Barbera-მ მაკფარლეინი სამსახურში აიყვანა.[5] ერთი წლის შემდეგ სეთმა შექმნა ლარის გაგრძელება, ლარი და სტიუ, რომლის მთავარი პერსონაჟები არიან შუა ხნის მამაკაცი ლარი და მისი ინტელექტუალი ძაღლი სტივი. ტრანსლაცია შედგა 1997 წელს Cartoon Network-ის მეშვეობით. მას შემდეგ რაც Fox-ის აღმასრულებლებმა იხილეს ლარი, სეთთან გააფორმეს კონტრაქტი, რომ შეექმნა ლარის პერსონაჟებზე დაფუძნებული სერიალი სახელწოდებით გრიფინები. პროექტზე მუშაობისას, ლარი და მისი ძაღლი ნელ-ნელა გადაიქცნენ პიტერად და ბრაიანად. სერიის დანარჩენი პერსონაჟები დაემატა ცოტა მოგვიანებით.[6]
ეპიზოდები
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- Callaghan, Steve (2005). Family Guy: The Official Episode Guide, Seasons 1–3. Harper Collins Publishers.
- Family Guy season one episode guide. IGN. დაარქივებულია 27 ივლისი, 2010.
რესურსები ინტერნეტში
- სეზონი 1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted საიტზე TV.com
სქოლიო
- ↑ Gorman, Bill. (1 ივლისი, 2008) The Office Likely To Be Seen By 25 Million After Super Bowl. Tvbythenumbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-08. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2009.
- ↑ 2.0 2.1 Haque, Ashan. (1 ივლისი, 2008) Family Guy Flashback: "Brian: Portrait of a Dog" Review. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-27. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2009.
- ↑ Haque, Ashan. (28 მაისი, 2008) Family Guy Flashback: "I Never Met the Dead Man" Review. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-27. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2009.
- ↑ 4.0 4.1 Lenburg, Jeff (2006). Who's who in animated cartoons: an international guide to film & television's award-winning and legendary animators, Illustrated. New York, გვ. 221.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|