გურამ აბსანძე
გურამ აბსანძე (დ. 1952, ზუგდიდის რაიონი) — ქართველი პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
1974 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით. 1975-1976 წლებში - საქართველოს ფინანსთან სამინისტროს ზუგდიდის რაიონის საფინანსო განყოფილებაში უფროსი ეკონომისტი. 1977-1984 წლებში მოსკოვის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს უფროს ეკონომისტად, განყოფილების უფროსის მოადგილედ, შემდეგ განყოფილების გამგედ მუშაობდა. 1984-1990 წლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი, საკონტროლო-სარევიზიო სამმართველოს უფროსი იყო. 1990 წელი ნოემბერში - საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. 1991-1992 წლებში - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე – ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი იყო. 2003 წლის დეკემბრიდან - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
რესურსები ინტერნეტში
- გურამ აბსანძე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted