შინაარსზე გადასვლა

გურამ თევზაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურამ თევზაძე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მუშაობის ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განთქმული მოსწავლეები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო წოდება პროფესორი (1970)
აკადემიკოსი (1993)
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

გურამ თევზაძე (დ. 30 იანვარი, 1932, თბილისი — გ. 31 აგვისტო, 2018, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1970), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1993).

ბიოგრაფია

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა — „თავისუფლებისა და აუცილებლობის პრობლემა“, დაიცვა 1958 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია“, დაიცვა 1963 წელს.

1957–1959 წლებში იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი და 1959–1966 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1966–1970 წლებშ ამავე ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე, 1971 წლიდან თსუ-ის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგე. 1993 წელს გახდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად. ამავე წლიდან იყო მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. 2002–2018 წლებში იყო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. 2006–2018 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

გურამ თევზაძის კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო ქართული ფილოსოფიის ისტორია, კლასიკური გერმანული ფილოსოფია და მისი გავლენა მსოფლიო კულტურაზე. თევზაძემ ქართულ ფილოსოფიაში დააყენა კაპადოკიური რენესანსის პრობლემა, ანალოგიისა და ადამიანის დანიშნულების პრობლემები იოანე პეტრიწთან. ახლებურად გაიაზრა სისტემის, როგორც ორგანიზმის საკითხი კანტის ფილოსოფიაში; განსაზღვრა იოჰან ბაპტისტ შადის ადგილი გერმანულ კლასიკაში; წამოაყე­ნა გერმანული ნეოკანტიანე­ლობის ახალი განმარტება, ასევე ირაციონალიზმის, როგორც გონების თვითკრიტიკის, პრობლემა.

მონაწილეობდა იმანუელ კანტის III, V, VII საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში. კითხულობდა სპეცკურსს „კანტის წმინდა გონების კრიტიკაზე“ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1981), ასევე ლექციების კურსს (იმანუელ კანტი, გეორგ ჰეგელი, ნიკოლაი ჰარტმანი) ქ. ჩანჩუნის უნივერსიტეტში (1990). ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის საზაფხულო სკოლას ქ. ვილნიუსში (1986).

ჟურნ. „გეორგიკის” (1979 წლიდან) და „რელიგიის” (1992 წლიდან) სარედაქციო კოლეგიის წევრი. ჟურნალის „Философский поиск“ (ქ. ვიტებსკის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტი) საერთაშორისო სარედაქციო საბჭოს წევრი (1996).

ავ­ტორია სა­ხელმძღვანელოებისა ფილოსოფიის ისტორიაში. გამოქვეყნებული ჰქონდა 214 ნაშრომი ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ჩინურ ენებზე, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია. მის სახელთან არის დაკავშირებული წიგნები: „ანტიკური ფილოსოფია“, „ახალი ფილოსოფიის ისტორია“, „ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა“, „იმანუელ კანტი“, „მე-20 საუკუნის ფილოსოფიის ისტორია“ და სხვ. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც (კანტი, ჰეგელი, ჰაიდეგერი, ჰარტმანი), მ.შ. თარგმნა მარტინ ჰაიდეგერის „ყოფიერება და დრო“ და დაურთო წერილი ჰაიდეგერზე.[1]

დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის მედლით (1998) და ღირსების ორდენით (2002).

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted