შინაარსზე გადასვლა

დავიდე ასტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

დავიდე ასტორი (იტალ. Davide Astori; დ. 7 იანვარი, 1987 — გ. 3 თებერვალი, 2018) — იტალიელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე.

პროფესიული კარიერა დაიწყო იტალიის სერია A-ს კლუბ „მილანში“. 2006–2008 წლებში იჯარით თამაშობდა „პიციგეტონესა“ და „კრემონეზეში“.[1][2] იმავე წელს კონტრაქტი გააფორმა იტალიურ კლუბ „კალიართან“,[3] საიდანაც, 2014 წელს იჯარით გადავიდა „რომაში“, ხოლო ერთი წლის შემდეგ — იჯარით „ფიორენტინაში“, ვისთანაც 2016 წელს გააფორმა კონტრაქტი. 2017 წელს დაინიშნა კლუბის კაპიტნად.

ასტორის დებიუტი იტალიის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2011 წლის 29 მარტს უკრაინის წინააღმდეგ ახმანაგურ მატჩში.[4] მან ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 14 მატჩი და გაიტანა 1 გოლი. ასტორიმ იტალიის ნაკრებთან ერთად 2013 წლის კონფედერაციის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.[5][6]

2018 წლის 4 მარტს, 31 წლის ასაკში, დავიდე ასტორი ქალაქ უდინეს ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.[7] სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.[8][9]

ტიტულები

სანაკრებო

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. დავიდე ასტორი — National-Football-Teams.com
  5. 5.0 5.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  6. Uruguay 2–2 Italy. BBC Sport.com (30 ივნისი, 2013). ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი, 2015.
  7. ფიორენტინას კაპიტანი, 31 წლის დავიდე ასტორი გარდაცვლილი იპოვეს. „ტაბულა“ (4 მარტი, 2018). ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.
  8. დავიდე ასტორი გულის შეტევით გარდაიცვალა. „ახალი თაობა“ (5 მარტი, 2018). ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2018.
  9. Confirmed: Astori died of cardiac arrest. Football Italia (6 მარტი, 2018).

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები