შინაარსზე გადასვლა

დავით ციმაკურიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით ციმაკურიძე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სრული სახელი დავით მიხეილის ძე ციმაკურიძე
მეტსახელ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted[[{{#property:p742|from=Script error: No such module "Wikibase".}}]]
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სიმაღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
წონა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სპორტი
ქვეყანა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სპორტი ჭიდაობა
სახეობა თავისუფალი ჭიდაობა
კლუბი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მწვრთნელი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ოქრო ჰელსინკი 1952 -79 კგ

დავით მიხეილის ძე ციმაკურიძე (დ. 29 მარტი, 1925, ფოთი, საქართველოს სსრ, ასფსრ, სსრ კავშირი ― გ. 8 მაისი, 2006, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951), საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1956). საპატიო ნიშნის ორდენის,[1] ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოდან. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში საბჭოთა კავშირიდან.[2][3]

ბიოგრაფია

დაიბადა 1925 წლის 29 მარტს ფოთში. დავით ციმაკურიძის მამა, მიშიკო მაჩაბლის ფსევდონიმით ცნობილი მიხეილ ციმაკურიძე ერთ-ერთი უკანასკნელი იყო ქართველი პროფესიონალი ფალავნების კოჰორტაში, რომლებიც ცირკის ნახერხმოყრილ არენაზე ჭიდაობდნენ, არაერთი გამარჯვება მოუპოვებიათ და სახელი გაუთქვიათ არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთის მთელ იმპერიაში.[4][5]

ადრეულ ასაკში დავითს მალარია შეეყარა და ციმაკურიძეების ოჯახი თბილისში მთაწმინდაზე გადმოვიდა საცხოვრებლად. სწავლობდა პირველ საშუალო სკოლაში, სადაც სპორტს დიდი ყურადღება ექცეოდა. მანაც სპორტის რამდენიმე სახეობაში სცადა ძალები, მათ შორის ველორბოლაში, ტანვარჯიშში (ცნობილი მწვრთნელის, არჩილ ბაქრაძის[6] ხელმძღვანელობით), კრივსა და ფეხბურთში (თამაშობდა თბილისის განათლების განყოფილების საფეხბურთო გუნდის „აისის“ მარცხენა გარემარბად). 12 წლის იყო, როდესაც მამა ზესტაფონში გადაიყვანეს სამუშაოდ და მიხეილ ციმაკურიძემ ოჯახიც თან წაიყვანა. მათ ეზოში დავითის რამდენიმე თანატოლი ცხოვრობდა და როგორც თვითონ იხსენებდა, სწორედ მათ გაუღვივეს ჭიდაობის მიმართ ინტერესი და სიყვარული.[2]

ორი წლის შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ, სადაც მაშინდელ ორჯონიკიძის ქუჩაზე მოჭიდავეთა სამჭედლოდ წოდებულ პეტრე იორდანიშვილის[7] დარბაზში მივიდა. რამდენიმე თვეში დავითმა თანატოლებს შორის თბილისის პირველობაზე გაიმარჯვა.[2]

მომავალმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა პირველი სერიოზული გამარჯვება 1942 წელს იზეიმა — ბათუმში კლასიკურ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, რომელშიც რესპუბლიკის წარმომადგენლებთან ერთად გამოდიოდნენ ბათუმის ნავსადგურში მდგარი გემების „კრასნი კრიმისა“ და „კრასნი კავკაზის“ მეზღვაურები. მათ დაემატნენ ფოთში მდგარი ხომალდის „პარიჟსკაია კომუნას“ ეკიპაჟის წევრებიც. დავით ციმაკურიძემ ყველა შეხვედრა მოიგო. აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლებშიც (1943–1944) იგი კლასიკურ ჭიდაობაში გამოდიოდა, თუმცა სპორტული დიდება და აღიარება თავისუფალი სტილით ჭიდაობამ მოუტანა. (მერე მსგავს წარმატებას 13-ჯერ მიაღწია თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებში). სამი წლის შემდეგ პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც მაშინ საბჭოეთში ახალი ხილი იყო და „ამერიკულ ჭიდაობად“ მოიხსენიებდნენ. ფინალში ცნობილი ფალავნის — ნესტორ ესებუას ვაჟი შოთა ესებუა დაამარცხა და პრიზად 6 ათასი მანეთი ერგო. მომდევნო წელს თბილისის ცირკში ტიტული შეინარჩუნა და მერე კიდევ ხუთჯერ მიაღწია მსგავს წარმატებას.[2]

1945 წელი გამორჩეული გამოდგა დავით ციმაკურიძის სპორტულ ბიოგრაფიაში. იმ წელიწადს ლენინგრადში ჩატარდა საკავშირო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელმაც თავი მოუყარა ჭიდაობის საბჭოთა სკოლის თითქმის ყველა იმდროინდელ ვარსკვლავს. ოცი წლის დავით ციმაკურიძის გარდა, პირველობაზე მონაწილეობდნენ უკვე სახელმოხვეჭილი ფალავნები — არსენ მეკოკიშვილი, ვაღარშაკ მაჩკალიანი[8] და ვასილ ილურიძე.[9] ოთხივე საქართველოდან იყო (თუმცა მეკოკიშვილი მოსკოვის სახელით გამოდიოდა) და ოთხივემ საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საშუალო წონით კატეგორიაში საკმაოდ ძლიერი მოჭიდავეები გამოდიოდნენ. თითქმის ყველა ციმაკურიძეზე გამოცდილი იყო, მაგრამ უკვე მაშინვე ყველასთვის ცხადი გახდა ქართველი ფალავნის განსაკუთრებული სპორტული მონაცემები და მებრძოლი ხასიათი, რომელმაც მთელი ტურნირი წაუგებლად განვლო.

1952 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე ჰელსინკიში დავით ციმაკურიძე, მედეა ჯუღელი და რაფაელ ჩიმიშკიანი იყვნენ პირველი სპორტსმენები საქართველოდან, რომლებმაც ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვეს.[10]

1954 წელს თბილისის ცირკში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში იაპონიის ნაკრებს 6:2 სძლია. დავით ციმაკურიძემ მეტოქეს, კაცურამოტოს მოუგო და კარიერა გამარჯვებით დაასრულა.[2]

1956 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მელბურნის ოლიმპიადაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. დავით ციმაკურიძე ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი იყო და ამ წარმატებისთვის საქართველოს და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა.[2]

2003 წელს დავით ციმაკურიძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მას ასევე მინიჭებული აქვს ქ. ფოთისა და ქ. ხასავიურტის საპატიო მოქალაქეობა.

2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა პაატა ნაცვლიშვილის წიგნი „დავით ციმაკურიძე“.

დავით ციმაკურიძის ოლიმპიური ოქროს მედალი დღეს ქართული სპორტის მუზეუმში ინახება.

ძირითადი შედეგები

სახეობა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
თავისუფალი ჭიდაობა დროშა: ფინეთი ფინეთი, ჰელსინკი ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები 1952 79 კგ 1st

მიღწევები

ოლიმპიური ჩემპიონი
  • 1st 1952 (79 კგ; ჰელსინკი)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  • 1st 1945 (79 კგ; ლენინგრადი)
  • 1st 1946 (79 კგ; თბილისი)
  • 1st 1947 (79 კგ; ტალინი)
  • 1st 1949 (79 კგ; ბაქო)
  • 1st 1950 (79 კგ; ტულა)
  • 1st 1951 (79 კგ; თბილისი)
  • 1st 1952 (79 კგ; ბაქო)
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
  • 2nd 1954 (79 კგ; ლენინგრადი)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  • 3rd 1948 (79 კგ; მოსკოვი)
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
  • 2nd 1947 (79 კგ; მოსკოვი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
  • 2nd 1948 (79 კგ; როსტოვი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
საქართველოს ჩემპიონი

ლიტერატურა

<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />

პერიოდიკა

<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Сборник указов Президиума Верховного Совета СССР о награждении орденами и медалями СССР, Июль 1957, № 27 (120). — С. 27.. Naukaprava.ru. Научно-практическая электронная библиотека «Наука права». ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. გოდუაძე, ლაშა. კარიერა ფრაზებში: დავით ციმაკურიძე. Mygoals.ge. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022
  4. ნაცვლიშვილი, პ., 2011, გვ. 5
  5. „ლელო“, 26 დეკემბერი, 1981, № 247 (7058), გვ. 2.
  6. არჩილ ბაქრაძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022
  7. პეტრე იორდანიშვილი. საქ. ბიოგრაფ. ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022
  8. ვაღარშაკ მაჩკალიანი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022
  9. ვასილ ილურიძე. საქ. ბიოგრაფ. ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022
  10. ვინ იყვნენ პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები. players.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-12. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2022

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted