შინაარსზე გადასვლა

დანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დანგი (არამეულად — მარცვალი) — ფულისა და წონის ერთეული ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებსა და საქართველოში შუა საუკუნეებში.

ქართულ წყაროებში დანგი, როგორც ფულის ერთეული, IX საუკუნიდან გვხვდება, ხოლო როგორც წონის ერთული — XI საუკუნიდან. ქართული წონით სისტემაში უდრიდა დრამის მეოთხედს. XVII საუკუნებამდე მისი წონა იყო 0,74 გ, XVII-XVIII საუკუნეებში — 0,77 გ.

ლიტერატურა

  • ჯაფარიძე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX-XIX სს.), თბ., 1973,
მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=დანგი&oldid=27090“-დან