დარიენის ყურე
იერსახე
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d9/Map_of_Dari%C3%A9n_Gap-es.svg/langka-300px-Map_of_Dari%C3%A9n_Gap-es.svg.png)
დარიენის ყურე — ყურე კარიბის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კოლუმბიისა და პანამის სანაპიროებთან. ხმელეთში შეჭრილია 165 კილომეტრზე. სიღრმე გაშლილ ნაწილში 2000 მეტრს აღემატება. წყლის წლიური საშუალო ტემპერატურა ზედაპირზე 26°C. მარილიანობა 36 ‰ და მეტი. მოქცევა არასწორი ნახევარდღეღამური, სიმაღლე 0,6 მეტრი. ყურის სამხრეთ ვიწრო ნაწილს ურაბის ყურე ჰქვია.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1978. — გვ. 385.