დასავლეთ რუმინეთის მთები
დასავლეთ რუმინეთის მთები | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: ტრასკეუ | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | რუმინეთის დროშა რუმინეთი |
უმაღლესი წერტილი | კურკუბეტა-მარე |
სიმაღლე | 1849 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასავლეთ რუმინეთის მთები, აპუსენი (რუმ. Munţii Apuseni) — კარპატის მთათა სისტემის ნაწილი რუმინეთის დასავლეთ ნაწილში. დასავლეთით ესაზღვრება შუა დუნაის ვაკე, ჩრდილოეთით — სომეშის ხეობა, აღმოსავლეთით — ტრანსილვანიის პლატო, სამხრეთით — მურეშის ხეობა. აგებულია გრანიტებით, კრისტალური ფიქლებით, კირქვებითა და ვულკანური ქანებით. დასავლეთ რუმინეთის მთების სისტემაში გამოიყოფა ცენტრალური პლატოსებრი მასივი ბიჰორი, სიმაღლე 1849 მ-მდე; კირქვული მთები ტრასკეუ (1370 მ) და მეტალიჩი (1438 მ); დასავლეთით კოდრუს (1112 მ), ზერანდისა და პედურია-კრაიულუის (1000 მ-ზე დაბალი) ქედები. ჩრდილოეთით მეზეშის, პლოპიშისა და ფეჯეტის ქედები. მობრტყელებულ ქედებზე მთის მდელოებია, დაბლა — წიწვოვანი და წიფლის ტყეები. ამზადებენ ხე-ტყეს.
არის ოქროს, ვერცხლისა და პოლიმეტალების საბადოები; მარმარილოს, ანდეზიტისა და კირქვის სამტეხლოები.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1978. — გვ. 393.