დედაქალაქი
დედაქალაქი — სახელმწიფოს ან სხვა ადმინისტრაციული ტერიტორიის (ოლქის, პროვინციის, ავტონომიური ერთეულის) მთავარი ქალაქი, სადაც როგორც წესი განლაგებულია ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები: პრეზიდენტის, მონარქის, გუბერნატორის რეზიდენცია, პარლამენტი, ცენტრალური სამინისტროები და უწყებები, ქვეყნის უმაღლესი სასამართლო და სხვა.[1]
დედაქალაქი ხშირად ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად არის გამოყოფილი, მაგალითად ქალაქ ვენას კონსტიტუციით მინიჭებული აქვს მხარის სტატუსი.
დედაქალაქი შეიძლება არ იყოს ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი. ამის მაგალითებია ანკარა თურქეთში, ვაშინგტონი აშშ-ში, კანბერა ავსტრალიაში და სხვა. უფრო მეტიც, უკანასკნელ ათწლეულებში შეიმჩნევა ტენდენციები დედაქალაქის გადატანისა მცირე სიდიდის ქალაქებში (ასტანა ყაზახეთში, დოდომა ტანზანიაში, იამუსუკრო კოტ-დ’ივუარში) ან სრულიად ახალი დედაქალაქების მშენებლობისა (ბრაზილია, ისლამაბადი).
ზოგიერთ ქვეყანაში პრაქტიკულად აღიარებულია ორდედაქალაქიანობა: ნიდერლანდების ოფიციალური დედაქალაქია ამსტერდამი, მაგრამ მთავრობა და უმაღლესი სასამართლო ჰააგაშია განთავსებული, ანალოგიური ვითარებაა ბოლივიაში (სუკრე — კონსტიტუციური დედაქალაქია, ლა-პასი — ფაქტობრივი), კოტ-დ’ივუარში (იამასუკრო და აბიჯანი), შრი-ლანკაში, ჩილეში, მალაიზიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ევროპის დედაქალაქების რეიტინგი 2009 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- დედაქალაქების შედარება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ სუხარევი, ა. ი., დიდი იურიდიული ლექსიკონი, Инфра-М, 2003.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted