დერბენტი
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ძველი ქალაქი დერბენტი, მისი ციტადელი, ციხესიმაგრე და ნაგებობები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ესკიზის შექმნის შეცდომა: | |
ქვეყანა | ესკიზის შექმნის შეცდომა: რუსეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2003 (27-ე სესია) |
ნომერი | 1070 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
იუნესკოს დროშა | მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1070 ინგლ. • რუს. • ფრ. |
დერბენტი, კასპი[1], ზღვის-კარი, ალექსანდრია[2] (სპარს. دربند დარბანდ — „დახშული კარი“; თურქ. demur kapu — „რკინის კარი“; არაბ. Bab-El-Abvab — „კართა კარი“; ძვ. ქართ. დარუბანდი; ლეზ. Кьвевар; აზერ. Дәрбәнд, Dərbənd; თაბას. Дербент, Шагьур, Цалли; დარ. Чулли, Чяли; ხუნძ. Дербенд; ლაკ. Дарбант, Чурул) — ქალაქი დაღესტანში. რუსეთის ფედერაციის უკიდურესი სამხრეთით მდებარე და დაღესტანში მნიშვნელობით მეორე ქალაქი (მოსახლეობა 101.031 ადამიანი 2002 წ.). მოსახლეობის მთავარი შემადგენელი ეთნიკური ჯგუფებია: ლეზგები, აზერბაიჯანელები და თაბასარანელები.
ესკიზის შექმნის შეცდომა: | „ამან არდამ კითხვითა ივერიელთა ერისა საზოგადოებისათა აღაშენა ქალაქი უმეტეს პირველისა (ვინაიდგან ხაზართა მიერ შემუსვრილ იყო იგი, რომელსა პირველ ეწოდა კასპი) ესე იგი კასპიისა ზღვისა კარისა ქალაქსა და დასდვა სახელად დარუბანდ, ვინაიდგან გამოსავალსა მას იწროსა დარუბანდისასა, სადა მიეახლების კავკასია ზღვასა გურგანიისასა და შეიწრდების მუნ გამოსავალი გზისა, მუნ ჰქმნა დიდნი კარნი რკინისანი და დახშნა იგი და დაადგინა მცველნი, ამისთვის უწოდა დარუბანდი.“
|
(თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“, გვ. 75)
|
ხშირად აიგივებენ რა ლეგენდარულ ალექსანდრეს ჭიშკართან, დერბენტი საკუთარ თავს რუსეთის ფედერაციის უძველეს ქალაქს უწოდებს. ანტიკურობის ხანიდან მოყოლებული ამ არემარის როგორც კავკასიის ჭიშკრის მნიშვნელობა გაცნობიერებული იყო და აქ უძველესი დროიდან მრავალი ციხესიმაგრე თუ საომარი გამაგრება აუგიათ. დერბენტის უძველესი არქეოლოგიური სტრუქტურები 5000 წლით თარიღდება. განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო ქალაქი ორ კედელს შუა განვითარდა, ვრცელდება რა მთის კალთებიდან ზღვის სანაპირომდე. წლების განმავლობაში აქ მობატონე სხვადასხვა ქვეყანა ქალაქს საკუთარ სახელს არქმევდა, თუმცა ყოველი მათგანი უკავშირდება სიტყვას „ჭიშკარი“.
1722 წელს დერბენტს ეწვია პეტრე დიდი. 1747 წელს შეუერთდა ყუბის სახანოს. 1806 წელს გადავიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. წარმოადგენდა კასპიის ოლქის სამაზრო ქალაქს[3].
იხილეთ აგრეთვე
- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია ევროპაში
- იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები რუსეთში
- დარუბანდის საამირო
ფოტოგალერეა
-
ქ. დერბენტის გერბი (1843)
-
ძველი უბნის ჭიშკარი
-
ციხესიმაგრის შესასვლელი
-
კასპიის ზღვის ხედი
რესურსები ინტერნეტში
- Photographs Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Photographs Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- History and attractions of Derbent
სქოლიო
- ↑ ვინაიდგან ხაზართა მიერ შემუსვრილ იყო იგი, რომელსა პირველ ეწოდა კასპი, ესე იგი კასპიისა ზღვისა კარისა ქალაქსა
- ↑ განადიდა ალექსანდრემან ზღვის-კარი, ესეიგი დარუბანდი და აღაშენა უვრცელესად და უწოდა მას ალექსანდრია
- ↑ Кавказский календарь на 1845 годъ
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted