დიადი მასტურბატორი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დიადი მასტურბატორი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
ავტორი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
წელი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
კატალოგი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ტიპი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სიმაღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სიგანე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ქალაქი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მუზეუმი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დიადი მასტურბატორი — ესპანელი სიურეალისტი მხატვრის, სალვადორ დალის ნახატი, შესრულებული 1929 წელს ზეთის საღებავებით, ტილოზე. დღეს ნამუშევალი ინახება დედოფალ სოფიას მუზეუმში, მადრიდში.
აღწერა
ნახატის ეპიცენტრში შესამჩნევია ადამიანის ქვევით მიმართული პროფილი რომელიც ძალიან ჰგავს კატალონიის სანაპიროზე მდებარე კრეუსის კონცხს.[1] ეს პროფილი სალვადორ დალიმ მოგვიანებით, მის მეტად ცნობილ ნახატში, რბილ საათებშიც დახატა. ქალის შიშველი ფიგურა, რომელიც თავს ზემოთაა, არის მასტურბაციის შთაგონება, თუ ნამუშევრის სათაურსაც გავითვალისწინებთ. ქალის პირი ეხება მამაკაცის სასქესო ორგანოს, რაც ფელაციის შთაბეჭდილებას ქმნის მნახველში. მამაკაცის ფიგურა სრულად არაა გამოსახული, ჩანს მისი მხოლოდ მისი ნაწილი, ტანს ქვევით, მუხლებამდე. ცენტრალური პროფილის ქვედა მხარეს შეიმჩნება სახეზე მჯდომარე კალია, რომელსაც დალი საკუთარ ნამუშევრებში ხშირად იყენებს, ასევე ის მრავლადაა ნახსენები მხატვრის ნაწერებში. ჭიანჭველების ჯგუფი (ეს არის სალვადორ დალის სექსუალური სიმორცხვის გამომსახველი ცნობილი ნიშანი) კალიას მუცელზე აზის, ისევე, როგორც სახეზე. ნახატის ფონზე თავს იჩენენ ახალი, განსხვავებული ფიგურები. მათ შორისაა კვერცხი (ძირითადად გამოყენებულია, როგორც ) და სხვა მსგავსი საგნები. პეიზაჟზე გამოსახული ორი ადამიანის ფიგურა ისეა დახატული, რომ მათი ჩრდილები გრძელ ფორმას იღებენ, როდესაც დანარჩენი პერსონაჟები პერიფერიებშია განთავსებული. ცენტრალური ფიგურის თავზე შეიმჩნევა ორი ქვა და ქოთანში მოთავსებული კაქტუსი. ქოთანი ერთ-ერთ ქვაზეა მოთავსებული (ნახატზე ეს პარადოქსულადააა ნაჩვენები) და მასზე მეორე ქვა დევს, ეს სამი საგანი წონასწორობაში მეტად არარეალურადაა გამოსახული. მსგავსი სტილი, რომლითაც სალვადორ დალი ცდილობს რეალობას გაექცეს, მრავლადაა გამოყენებული მხატვრის ნამუშევრებში.
ინტერპრეტაცია
ნამუშევრის შექმნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა ის პრობლემები, რომლებიც დალის სქესობრივ ცხევრებას ეხებოდა. დალის ბავშვობაში მამამისმა დაუტოვა წიგნი რომელშიც მრავლად იყო უსიამოვნო ფოტოები, თუ როგორ იტანჯებოდა ხალხი ვენერიული დაავადებებისგან, რათა გაენათლებინა შვილი. ისედაც დაავადებული დალი ამ ფოტოების ნახვის შემდეგ განსაკუთრეებით შეშინდა და ფსიქოლოგიურ ტრამვამდეც მივიდა, მისი ბავშვობა სექსუალურა თემებმა და გამუდმებულმა შიშმა დაამახინჯა.[2]
შედარებები კეთდება სალვადორ დალის ნამუშევარსა და ჰიერონიმუს ბოსხის ნახატ ტკბობის ბაღს შორის. დიდი მასტურბატორი მეტად ჰგავს მის მის მარჯვენა ნახატს, რომელზეც გამოსახულია ბაღის მარცხენა განყოფილება, სადაც ბუჩქები და პატარა ცხოველები არიან ნაჩვენები დიდი ცხვირებითა და წამწამებით.[3]
ისტორია
დალი ნამუშევარს პირად კოლექციაში ინახავდა, დალის თეატრსა და მუზეუმში, ფიგერასში, სიკვდილის წინ კი ის გადასცა ესპანეთის ეროვნულ კოლექციას, მას შემდეგ რაც ის მადრიდის მუზეუმიდან წამოიღეს.[4]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- The Great Masturbator on csulb.edu
- The Great Masturbator on Museo Nacional Centro de Arte Reina Sofía
- The Great Masturbator description - Gala-Salvador Dalí Foundation
სქოლიო
- ↑ Ian Gibson, "The Shameful Life of Salvador Dalí", W.W. Norton & Company, 1987. ISBN 0-393-04624-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. Page 71, pages 256 - 257, plate XIV
- ↑ Edward Rubin "The Great Masturbator In Retrospect: Salvador Dalí at the Philadelphia Museum of Art" NY Arts Magazine [1] Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Félix Fanès: Salvador Dalí. The Construction of the Image 1925–1930. Yale University Press 2007, ISBN 978-0-300-09179-3Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, p. 74
- ↑ Busquets, Jordi; Navarro Arisa, J.J.. El legado de Dalí se divide en dos bloques, con 56 obras para Madrid y 134 a repartir en Cataluña Spanish. El País (30 January 1990). ციტირების თარიღი: 29 March 2012.