დიდყვავილა მაგნოლია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დიდყვავილა მაგნოლია (ლათ. Magnolia grandiflora) — მარადმწვანე, 30 მეტრი სიმაღლის ხეა, მძლავრი, ფართო პირამიდული ვარჯით. აქვს დიდი, თეთრი, სურნელოვანი ყვავილები. ნაყოფი გირჩისებრ ნაყოფედშია მოთავსებული. მოყვითალო ალისფერი თესლი ჩამოეკიდება ბუდიდან წვრილი ძაფებით. ხეზე ყვავილები ერთბაშად არ იშლება, არამედ თანდათან — მაისიდან დაწყებული შუა ოქტომბრამდე, ამიტომ ვარჯში ერთდროულად მხოლოდ რამდენიმე გაშლილი ყვავილი შეინიშნება.
სამშობლო: ჩრდილოეთ ამერიკა.
ხასიათდება სინათლისა და ტენისადმი საშუალო მოთხოვნილებით, ნიადაგს კი დიდ მოთხოვნოლებას უყენებს. აქვს მძლავრი ფესვთა სისტემა, რის გამოც ქარგამძლე ჯიშია. მერქანი რბილი, მსუბუქი და ელასტიურია, კარგია ფირფიცრების დასამზადებლა, ფოთოლი შეიცავს რუტანს, რომელსაც დიდი გამოყენება აქვს მედიცინაში. მრავლდება ფესვით, კალმით, მყნობით, ძირკვის ამონაყრით.