დიმიტრი ბაქრაძე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მუშაობის ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
განთქმული მოსწავლეები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამეცნიერო ხარისხი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მამა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დედა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე (დ. 26 ოქტომბერი (7 ნოემბერი), 1826, სოფელი ხაშმი, თბილისის გუბერნია — გ. 10 (22) თებერვალი, 1890, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1879). 1970 წლიდან მისი პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[1].
ბიოგრაფია
დაიბადა მღვდლის ოჯახში. მამა მას სასულიერო მოღვაწედ ამზადებდა. დაწყებითო განათლება სოფლად მიიღო. 1841 წელს წარმატებით ჩააბარა მისარები გამოცდები თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია (1850). 1851 წელს საქართველოში დაბრუნდა. 1852-1857 წლებში ბაქრაძე მუშაობდა გორის სამაზრო სკოლაში. ამავე პერიოდში აქვეყნებდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებს ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში. 1858-1861 წლებში მსახურობდა ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიაში. 1861 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა თბილისში, თანამშრომლობდა კავკასიის არქეოგრაფიულ კომისიაში, თავმჯდომარეობდა საადგილმამულო კომისიებს, ეწეოდა ინტენსიურ მეცნიერულ მუშაობას. ბაქრაძის ინიცოატივით დაარსდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება (1873), რომლის ბაზაზე მისივე თავმჯდომარეობით შეიქმნა კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოება (1881-1886).
1873 წლის 28 ივლისიდან — 1874 წლის 4 იანვრამდე დიმიტრი ბაქრაძემ სამეცნიერო მიზნით იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში (გურია, აჭარა, შავშეთი, არტანი, კლარჯეთი და სხვა). მოგზაურობის შედეგი იყო ნაშრომები „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ (1878), „შენიშვნა ბათუმის ოლქის შესახებ“, „ყარსის ოლქის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი“ და სხვა. 1881 წელს მისი თაოსნობით თბილისში ჩატარდა რუსეთის არქეოლოგთა V ყრილობა, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი საქართველოს ისტორიის კვლევის გაფართოებას. 1879 წელს ბაქრაძემ დიმიტრი ყიფიანთან და ილია ჭავჭავაძესთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებაში. 1889 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა სიძველეთა თავმოყრისა და დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა რევოლუციამდელ საქართველოში – თბილისის საეკლესიო მუზეუმი.
ბაქრაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“ (ნაწ. 1, 1862), ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ (1885), ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის რუსული თარგმანი (1887) და სხვა. იგი წერდა ნარკვევებს საქართველოს ისტორიის ცალკეულ საკითხებზეც; 1889 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ისტორია საქართველოსი“ (უძველესი დროიდან X საუკუნის დასასრულამდე). 1880-იან წლებში გამანადგურებელი პასუხი გასცა ქერობე პატკანოვს, რომელიც ხელაღებით უარყოფდა „ქართლის ცხოვრების“, როგორც ისტორიის წყაროს მნიშვნელობას. თავის ნაშრომებში ბაქრაძე დიდ ყურადღებას უთმობდა ნივთიერი კულტურულ ძეგლებს, მათ აღწერას, სალექსიკონო მასალას. 1875 წელს ლექსიკონის სახით შეადგინა „კავკასია ქრისტიანობის უძველეს ძეგლებში“ (რუსულ ენაზე), რომელიც შეიცავს ცნობებს საქართველოს და სომხეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ, სათანადო ბიბლიოგრაფიითურთ.
ბაქრაძემ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ისტორიის დამხმარე მეცნიერულ დარგებს (პალეოგრაფია და სხვა).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ბიბლიოგრაფია
- „საქართველოს მეფე ვახტანგ მეექვსე“. თხზულება. თბილისი. 1880 წ.
- „პონტის მეფე მიტრიდატ დიდი“. თხზულება. თბილისი. 1880 წ.
- Д. Бакрадзе и Н. Берзенов „Тифлис в историческом и этнографическом отношениях“. 1870г.
- Д. Бакрадзе „Археологическое путешествие по Гурии и Адчаре“. СПб. 1878г.
- Д. Бакрадзе „Сборник законов грузинского царя Вахтанга VI. Под редакцией Бакрадзе“. Тифлис. 1887г.
ლიტერატურა
- ხანთაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 240-241.
- დუმბაძე მ., ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე (ცხოვრება და მოღვაწეობა) — ბათუმი, 1950;
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 74, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
- დიმიტრი ბაქრაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დიმიტრი ბაქრაძე — ბურუსი – BURUSI
- დიმიტრი ბაქრაძე — Georoyal.ge
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted