დისაპოინტმენტის ტბა
იერსახე
დისაპოინტმენტის ტბა | |
---|---|
![]() ტბის თანამგზავრული სურათი (ნასა.) | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
მდებარეობა | ავსტრალიის დროშა ავსტრალია |
ფართობი | 1500 კმ² |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დისაპოინტმენტის ტბა (ინგლ. Lake Disappointment – იმედის გაცრუება) — მარილიანი ტბა დასავლეთ ავსტრალიაში. ფართობი 1500 კმ². მდებარეობს სამხრეთი ტროპიკის ხაზზე, გიბსონის უდაბნოს დასავლეთით. გაწოლილია ქალაქ დერბიდან 650 კილომეტრში. ტბას სახელი უწოდა მოგზაურმა ფრენკ ჰენმა 1897 წელს.[1] იმ ეტაპზე ჰენი იკვლევდა პილბარის მხარეს, მდინარე რიდალის მიმდებარე ტერიტორიებს. მოგზაურმა შენიშნა პატარა ნაკადულებისა და უბეების არსებობა და მიჰყვა მათ, სადაც აპირებდა დიდი მტკნარი აუზის პოვნას. ჰენმა მტკნარი აუზის ნაცვლად მარილიანი ტბა აღმოაჩინა.[2]
დისაპოინტმენტის ტბა იხვისებრთა ოჯახში შემავალი მრავალი წყლის ფრინველის საბინადრო ადგილია.[3]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Nicolas Rothwell (2009). Wings of the kite-hawk. Black Inc.. ISBN 9781863954457Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ USGS - Lake Disappointment
- ↑ Gibson desert (AA1303)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted