შინაარსზე გადასვლა

დომინო (კომიქსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დომინო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა The New Mutants #98
(ახალი მუტანტები)
ავტორ(ებ)ი ფაბიან ნისიეზა
რობ ლიფელდი
დახასიათება
სახეობა ადამიანი მუტანტი
ფსევდონიმები ნინა ბეატრის თუმანი, ბეატრის თუმანი, სამანტა ვუ, სუსხიანი თამარა, Elena Vladescu, ჯესიკა მარია კოსტელა, ლუსია მენდოზა, ქრისტინა ელისაბეტ ელისიო.
მოკავშირეები იქს ადამიანები
იქს-ძალა
იქს-კორპორაცია
მეტროპოლიტენი
კეიბლი
შესაძლებლობა ალბათობითი მანიპულაცია,
შესანიშნავი სნაიპერი, კარგად ხმარობს ნებისმიერ ცეცხლსასროლ იარაღს,
კარგი ჯარისკაცი ხელჩართულ ბრძოლაში

დომინო (ნინა თურმენი) — Marvel Comics-ის გამოგონილი პერსონაჟი, ყველაზე მეტად ცნობილია კომიქსებიდან იქს ადამიანების შტო, იქს-ძალა. შექმნეს მწერალმა ფაბიან ნისიეზამ და მხატვარმა რობ ლიფელდმა. პირველად გამოჩნდა კომიქსში იქს-ძალა #11 (X-Force) (1992 წლის ივნისი).

პუბლიკაციის ისტორია

იქს ძალაში მან პირველად მიიღო ორი დამოუკიდებელი ნომერი, one of which had her teaming with Puck against Lady Deathstrike. იქ ნაჩვენები იყო მისი ბავშვობა დომინოს დებიუტის შემდეგ New Mutants #98-ში (თებერვალი 1991წ.) მისი რეალური ავტორი საჯაროდ არ გამოჩენილა. შემდგომში დომინოს თანამედროვე ვერსიის დროებითი გამოჩნეა მოხდა იქს-ძალაში ტომი 1 #8, რომელიც 11-ე ნომრის ბოლო ფურცლებზე შედგა. შემდეგ ის მოხვდა კეიბლი და დედპულის კომიქსეშიც[1], ახლა კი მონაწილეობს იქს-ძალაში

მოგონილი ბიოგრაფია

ფაილი:Dominokabelidadedpuli.jpg
დომინო კეიბლი და დედპულის მე-11-ე ნომრის გარეკანზე

კეიბლი და დედპული

დომინო კეიბლი და დედპულის კომიქსებში მე-8-ე ნომრიდან გამოჩნდა, სადაც მან სცადა კეიბლთან შებრძოლება ექვსეულის ბანდასთან ერთად, თუმცა მათ კეიბლთან გამკლავება ვერ შეძლეს და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მოექცნენ. შემდეგში დომინო გაყვა დედპულს რუმისტანში, სადაქ იქაური დიქტატორი მოკლა. მაგრამ იქიდან უკან დასაბრუნებლად ადგილობრივმა მოსახლეობამ მოითხოვა კეიბლის მათ ხელმძღვანელად დანიშვნა, მოქალაქე ვესთან მოლაპარაკების შემდეგ, მან კეიბლის მოკვლა სცადა, ხოლო ამ ცდის წარუმატებლად დასრულების შემდეგ ის მის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მტრად იქცა.

დამსჯელი

მოგვიანებით დომინო შეუერთდა თავის ძველ მეგობარს ჯ. ვ. ბრიჯს, ასევე ვერცხლისფერ სიასამურს და კონტესიას, ის მოხვდა დროებით სპეც-დანაყოფში, რომლის მიზანიც დამსჯელის შეპყრობა იყო. როდესაც ყალბმა დამსჯელმა ქალაქის მცხოვრებნი მიზანში ამოიღო, დომინო იყო ერთად-ერთი რომელიც მხარში დაუდგა ნამდვილ დამსჯელს.[2]

რესურსები ინტერნეტში

  • Domino დომინოს ბიოგრაფია Marvel-ის ოფიციალურ საიტზე

სქოლიო

  1. Cable and Deadpool #7-12, 27-29, 33-35, 40-42
  2. (X-Force Vol. 3 #8)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted