დომოვოი
იერსახე
დომოვოი, დომოვიკი, (რუს. Домовой) — სხვადასხვა სლავი ხალხების მითოლოგიური პერსონაჟი.
სლავურ მითოლოგიაში
აღმოსავლეთ სლავურ მითოლოგიაში სახლის კეთილი ან ავი სული. წარმოდგენილია ადამიანის იერით, ხშირად თეთრი ბეწვით შემოსილი მოხუცი და ა. შ. მჭიდროდ არის დაკავშირებული სახლის კეთილდღეობასთან, განსაკუთრებით საქონელთან: მისი კეთილმოსურნე ან მტრული ურთიერთობისაგან დამოკიდებული იყო საქონლის ჯანმრთელობა. დომოვოისთან დაკავშირებული ზოგიერთი წეს-ჩვეულება, ადრე შესაძლოა უკავშირდებოდა „საქონლის ღმერთს“ — ველესს. გამოიყოფოდა დომოვოის ორი სახეობა. თქმულებით იგი გადაიქცეოდა ხოლმე კატად, ძაღლად, ძროხად, ზოგჯერ გველად, ვირთხად ან ბაყაყად. დომოვოი შესაძლოა გამხდარიყო ზიარების გარეშე დარჩენილი გარდაცვლილი ადამიანი.
რესურსები ინტერნეტში
- ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დომოვოი“ ვიკისაწყობში.
- დომოვოი — მითოლოგიის ენციკლოპედია (რუსული)