დროის გარეშე (ტელესერიალი)
დროის გარეშე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
ჟანრი | |
ავტორი | |
მონაწილეობენ | |
კომპოზიტორ(ებ)ი | რობერტ დანკანი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 1 |
ეპიზოდი | 16 (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
|
პროდიუსერ(ებ)ი |
|
მონტაჟი |
|
ადგილ(ებ)ი | ვანკუვერი, კანადა |
ოპერატორი | სამ მაკ-კერდი |
კამერა | ერთკამერიანი |
ხანგრძლივობა | 43 წთ. |
კომპანია |
|
დისტრიბუტორი | Sony Pictures Television |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | NBC |
ეთერში | 3 ოქტომბერი, 2016 | — დღემდე
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დროის გარეშე (ინგლ. Timeless) — ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის დრამატული ტელესერიალი, რომლის პრემიერა NBC-ზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაიმართა. მისი მთავარი პერსონაჟები არიან ისტორიკოსი ლუსი პრესტონი (ებიგეილ სპენსერი), მეცნიერი რუფუს კარლინი (მალკოლმ ბარეტი) და სამხედრო უაიტ ლოგანი (მეტ ლანტერი). ისინი, ფედერალური ძალების დავალებით, ცდილობენ, შეაჩერონ გარსია ფლინი (გორან ვიშნიჩი), რომელმაც მოიპარა დროის მანქანა და დროში მოგზაურობით ცვლის ამერიკის ისტორიის მოვლენებს. სერიალის ავტორები არიან შონ რაიანი და ერიკ კრიპკე. მასში აგრეთვე თამაშობენ პატერსონ ჯოზეფი და საკინა ჯეფრი. აღმასრულებელი პროდიუსერები არიან ჯონ დეივისი და ჯონ ფოქსი („შავი სია“).
NBC-მ სერიალის წარმოება შეწყვიტა 2017 წლის 10 მაისს, პირველი სეზონის დასრულების შემდეგ.[1] თუმცა, სამი დღის შემდეგ, Sony Pictures Television-თან მოლაპარაკებების შემდეგ, სერიალი მეორე სეზონისთვის განახლდა, 10 ეპიზოდით, რომელიც 2018 წელს გამოვა.[2][3]
სიუჟეტი
მას შემდეგ, რაც იპარავენ ექსპერიმენტულ დროის მანქანას, ისტორიკოსი, ინჟინერი და სამხედრო ასრულებენ დავალებას, იმოგზაურონ მანქანის პროტოტიპით წარსულში და შეაჩერონ ბოროტმოქმედის გეგმები. თუმცა, აღმოჩნდება, რომ ყოველივე უფრო რთულია და გამოძიების მსვლელობისას ნათელი ხდება ბევრი საიდუმლო.
როლები და პერსონაჟები
მთავარი
- ებიგეილ სპენსერი – ლუსი პრესტონი, ისტორიკოსი, რომელიც ცდილობს რეალურ დროში დის დაბრუნებას.
- მეტ ლენტერი – სერჟანტი უაიეტ ლოგანი, რომელსაც იმედი აქვს, რომ დროში მოგზაურობისას დაიბრუნებს დაღუპულ ცოლს.
- მალკოლმ ბარეტი – რუფუს კარლინი, პროგრამისტი, რომელიც მართავს დროის მანქანას.
- საკინა ჯეფრი – სპეციალური აგენტი.
- პატერსონ ჯოზეფი – Mason Industries-ის უფროსი კონორ მეისონი.
- კლაუდია დუმიტი – ჯია მარი, ნიჭიერი ახალგაზრდა პროგრამისტი. პირველი სეზონის მსვლელობისას იგი რუფუსის მეგობარი გოგონა ხდება.
- გორან ვიშნიჩი – გარსია ფლინი, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც იპარავს დასრულებულ დროის მანქანას და წარსულში ამერიკის ისტორიაში სხვადასხვა მოვლენას ცვლის.
განმეორებადი
- მეტ ფრიუერი – ენტონი ბრელი, Mason Industries-ის თანამშრომელი.
- სიუზანა თომპსონი – კეროლ პრესტონი, ლუსის დედა.
- ჯონ გეტზი – რიტენჰაუსის აგენტი ბენჯამინ კეჰილი, წარმოადგენს საიდუმლო ორგანიზაციას, რომელიც აკონტროლებს პროექტს და განსაკუთრებით - ლუსის და რუფუსს.
- ჩედ რუკი – კარლი, ფლინის თანამზრახველი.
- ენი ვერშინგი – ემა უიტმორი, Mason Industries-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც რიტენჰაუსის გეგმების შესახებ ინფორმაციას ფლობს.
- ბეილი ნობლი – ემი პრესტონი, ლუსის და, რომელიც ისტორიიდან იკარგება პირველ ეპიზოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ.
წარმოება
შექმნა
სერიალის დაკვეთა მოხდა 2016 წლის 13 მაისს, მას შემდეგ, რაც NBC-მ მიიღო უფლება, ყველა გამოსული ეპიზოდი გაეშვა თავის ციფრულ პლატფორმებზეც.[4] 2016 წლის 1 ნოემბერს სერიალს სამი დამატებითი ეპიზოდი დაემატა და მათ საერთო რაოდენობამ 16-ს მიაღწია. სეზონი 2017 წლის 20 თებერვალს დასრულდა.[5]
შონ რაიტმა და ერიკ კრიპკემ, შემქმნელებმა, პროექტის შემუშავებისას შთაგონება აიღეს სერიალებიდან „კვანტური ნახტომი“ და „მოგზაურები!“, ისევე, როგორც ფილმიდან „უკან მომავალში“.
საჩივარი კონცეფციის გამო
რაიანს, კრიპკეს, Sony Pictures Entertainment-ს და NBCUniversal-ს უჩივლა Onza Entertainment-მა კონტრაქტის პირობების და საავტორო უფლებების დარღვევის გამო. მათი თქმით, სერიალის კონცეფცია ეფუძნება ესპანურ ანალოგს „დროის სამინისტრო“. მასში ასევე მოთხრობილია სამი ადამიანისგან შემდგარი გუნდის შესახებ, რომელიც მოგზაურობს წარსულში, რათა შეცვალოს აწმყო.[6] მოპასუხე მხარე ამ საჩივარს 2016 წლის 23 ნოემბერს გამოეხმაურა. მისი თქმით, სერიალები დროში მოგზაურობის შესახებ უკვე ტრადიციად ქცეული სატელევიზიო ჟანრია, აღსანიშნავი დამთხვევები სერიალებს შორის უბრალოდ ზოგადია და ძირითადად ეფუძნება გამყარებულ სიუჟეტურ განვითარებას, რომლის ფარგლებში პერსონაჟები მოგზაურობენ წარსულში და ცვლიან მომავალს.[7] 2017 წლის 15 თებერვალს მოთხოვნა, უარი ეთქვათ Onza-ს სარჩელის განხილვაზე, არ იქნა დაკმაყოფილებული.[8]
ეპიზოდები
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- „დროის გარეშე“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „დროის გარეშე“ საიტზე TV.com
სქოლიო
- ↑ Andreeva, Nellie. (May 10, 2017) 'Timeless' Canceled By NBC After One Season. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: May 10, 2017.
- ↑ Goldberg, Lesley. (May 13, 2017) 'Timeless' Saved From Cancellation as NBC Reverses Course With Season 2 Renewal. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: May 13, 2017
- ↑ Otterson, Joe. (May 13, 2017) ‘Timeless’ Scores Season 2 Order at NBC After Cancellation. Variety. ციტირების თარიღი: May 13, 2017
- ↑ Andreeva, Nellie. (May 12, 2016) In-Season Stacking Rights — The New Upfront Battleground: Pilot Season 2016. ციტირების თარიღი: October 17, 2016
- ↑ 'Timeless' Gets Order For 3 More Episodes, NBC Sets Midseason Premiere Date 'Taken' & 'The Voice'. Deadline Hollywood (November 1, 2016). ციტირების თარიღი: November 1, 2016
- ↑ Mitovich, Matt Webb. (September 27, 2016) NBC's Timeless Sued by Creators of Spain's El Ministerio del Tiempo. Penske Media Corporation. ციტირების თარიღი: October 27, 2016
- ↑ Patten, Dominic. (November 23, 2016) NBC & Sony Want 'Timeless' Ripoff Lawsuit Made History. Deadline.com. ციტირების თარიღი: November 28, 2016.
- ↑ Johnson, Ted. (February 16, 2017) Judge Refuses to Dismiss ‘Timeless’ Copyright Infringement Lawsuit. Variety.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted