დუელი (ფილმი)
იერსახე
„დუელი“ | |
---|---|
ფაილი:Duel xlg.jpg | |
ჟანრი | თრილერი |
რეჟისორი | სტივენ სპილბერგი |
პროდიუსერი | ჯორჯ ეკსტაინი |
სცენარის ავტორი | რიჩარდ მეთისონი |
როლებში |
დენის უივერი ედი ფაირსტოუნი |
კომპოზიტორი | ბილ გოლდენბერგი |
ოპერატორი | ჯეკ ა. მარტი |
ხანგრძლივობა |
თარგი:Nobr თარგი:Nobr |
ქვეყანა | ესკიზის შექმნის შეცდომა: აშშ |
ბიუჯეტი | 375 ათასი $ |
დუელი (ინგლ. Duel) — ამერიკული ტელეფილმი. მთავარ როლში დენის უივერი. რიჩარდ მეთისონის ამავე სახელის მოთხრობის ეკრანიზაცია. ეს იყო სტივენ სპილბერგის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი და ამ ფილმის წარმატებებმა განაპირობა მისი შემდგომი კარიერა კინორეჟისურაში.
სიუჟეტი
დევიდ მანი თავისი „პლიმუთით“ მიდის კალიფორნიის გზებზე. როცა ის გაუსწრებს სატვირთო მანქანას, მაშინ სატვირთოს მძღოლი ამას მიიღებს პირად გამოწვევად. თავიდან ის რამდენიმეჯერ გაუსწრებს დევიდს და ამუხრუჭებს; შემდეგ დევიდს ფსიქოლოგიურ თამაშს უწყებს. ამასთანავე სატვირთოს მძღოლი ცდილობს მის გზიდან გადაგდებას. ჯერჯერობით დევიდი არ იმჩნევს, მაგრამ შემდეგ იღებს ამ გამოწვევას.
როლებში
- დევიდ უივერი — დევიდ მანი
- ედი ფაირსტოუნი — მფლობელი კაფისა
- ჯინ დინარსკი — კაფეს სტუმარი
- ტიმ ჰერბერტი — ბენზინგასამართი სადგურის მუშა
- ჩარლზ სილი — მოხუცი
- ალექსანდრ ლოკვუდი — მოხუცი მანქანაში
- ემი დუგლასი — მოხუცი ქალი მანქანაში
- შირლი ო'ჰარა — ოფიციანტი
- ლუსილ ბენსინი — ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონე
- ქერი ლოფტინი — სატვირთოს მძღოლი
ჯილდოები და ნომინაციები
- 1972 — ნომინაცია პრემიაზე «ოქროს გლობუსი» საუკეთესო ტელეფილმისთვის
- 1972 — პრემია ემი ხმის საუკეთესო მონტაჟისთვის
- 1973 — გრან-პრი ფესტივალისა, ფანტასტიკური ფილმები ავორიაზში
- 2005 — ნომინაცია პრემიაზე «სატურნი» კლასიკური ფილმის საუკეთესო DVD-გამოცემისთვის.
საინტერესო ფაქტები
- მანქანაში, რომელიც პერსონაჟ დევიდ უივერს შეცდომით უნდა მიეღო, შეიძლებოდა წერებოდა «Grebleips» — უკუღმა წაკითხვის დროს კი გამოდის რეჟისორის გვარი «Spielberg».
- ფილმისთვის აგებული არ ყოფილა არც ერთი დეკორაცია.