ედემი
ედემი, ედენი, ედემის ბაღი (ებრ. גַּן עֵדֶן, Gan Eden; არაბ. جنة عدن, Jannat ‘Adn) — ბიბლიურ წარმოდგენებში ფიზიკური სამოთხე დედამიწაზე.
ბიბლიური გადმოცემით ედემი მდებარეობდა ოთხი მდინარის სათავეში: თარგი:Blockquote
მცხეთური ხელნაწერის მიხედვით ტექსტი გამოიყურება შემდეგნაირად: თარგი:Blockquote
ბიბლიური ედემის მდინარეებთან და მის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება.
მდინარე ფიშონი
პლატონ იოსელიანის სიტყვებით ფიშონი იგივე კოლხეთის სამეფოს მდინარე — ფაზისია[1], რომელიც ძველებრაულში ოქროს აღმნიშვნელად გამოიყენებიდა[2]. კავკასიაში კი სახელწოდება ფაზისით ცნობილია არაერთი მდინარე მათ შორის არაქსის სათავე, რომლის ხეობას ქართულ მატიანეში ბასიანად მოიხსენებენ.
მდინარე გიხონი
მდინარე გიხონი მცხეთურ ხელნაწერში წარმოდგენილია, როგორც ეთიოპიის მდინარე: „და სახელი მდინარისა მეორისა - გეონ. ესე გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ეთიოპიისასა“. თუმცაღა არსებობდა ორი ეთიოპია: პირველი ეს იყო აფრიკის კონტინენტზე არსებული ქვეყანა, ხოლო მეორე ეთიოპიად მოიხსენებდნენ — პონტოს სამეფოს ქვეყანას.
მდინარე ფერათი
მდინარე ფერათი მცხეთურ ხელნაწერში წარმოდგენილია მდინარე ევფრატის სახელით.
მდინარე ხიდეკელი
მდინარე ხიდეკელი მცხეთურ ხელნაწერში გაიგივებულია მდინარე ტიგროსთან.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑
- ↑
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted