შინაარსზე გადასვლა

ედმუნდ ჰილარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედმუნდ ჰილარი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ედმუნდ ჰილარი
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
ეროვნება ახალზელანდიელი
საქმიანობა მთამსვლელი
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

სერ ედმუნდ ჰილარი (დ. 20 ივლისი, 1919, ოკლენდი, ახალი ზელანდია — გ. 11 იანვარი, 2008, ოკლენდი, ახალი ზელანდია) — ახალზელანდიელი საზოგადო მოღვაწე, მთამსვლელი. ნეპალის საპატიო მოქალაქე.

1953 წლის 29 მაისს ნორგეი თენცინგთან ერთად პირველი ავიდა ევერესტზე, რისთვისაც მიიღო აზნაურის წოდება. 1953-1965 წლებში დაიპყრო კიდევ ათი მწვერვალი ჰიმალაიში. 1955-1958 წლებში ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის თანამეგობრობის ტრანსანტარქტიდული ექსპედიციის ახალზელანდიურ ნაწილს, ექსპედიციამ მიაღწია სამხრეთ პოლუსს. 1960-1961 წლებში ხელმძღვანელობდა ექსპედიციას ჰიმალაიში, რომელიც იკვლევდა დიდ სიმაღლეზე ადამიანის მრავალთვიური ყოფნის შედეგად მიმდინარე აკლიმატიზაციის პროცესებს. XX საუკუნის 80-იან წლებში იყო ახალი ზელანდიის ელჩი ინდოეთში.

ალპინიზმით სკოლის ასაკში დაინტერესდა. პირველი ასვლა განახორციელა ოლივიეს მთაზე (1933 მ) ახალ ზელანდიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ახალი ზელანდიის სამხედრო-საჰაერო ძალებში. 1945 წელს ფიჯიში გაგზავნეს, ხოლო შემდეგ სოლომონის კუნძულებზე. 1951 წელს მონაწილეობა მიიღო ერიკ შეპტონის ხელმძღვანელობით გამართულ ბრიტანეთის სადაზვერვო ექსპედიციაში ევერესტზე. 1952 წელს წარუმატებლად ცდილობდა მწვერვალ ჩო-ოიუის დაპყრობას. ევერესტის დაპყრობის შემდეგ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ჰილარიმ შერპას დახმარებაში გაატარა. ორგანიზებას უწევდა საავადმყოფოებისა და სკოლების მშენებლობას ნეპალში.

დაჯილდოებულია დიდი ბრიტანეთის, ახალი ზელანდიისა და ნეპალის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოებით. მისი პორტრეტი გამოსახულია ახალზელანდიურ 5-დოლარიან ბანკნოტაზე. 2003 წელს კუკის მთასთან აღიმართა ედმუნდ ჰილარის ძეგლი, რომლის სიმაღლეა 2,3 მ. ედმუნდ ჰილარისა და ნორგეი თენცინგის სახელობისაა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე აეროპორტი ნეპალში.

რესურსები ინტერნეტში