შინაარსზე გადასვლა

ედუარდ ალფრედ მარტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მუშაობის ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განთქმული მოსწავლეები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ედუარდ ალფრედ მარტელი (ფრანგ. Édouard-Alfred Martel; დ. 1 ივლისი 1859, პონტუაზი, ვალ-დ’უაზი — გ. 3 ივნისი 1938,[1] მონბრიზონი) — ფრანგი გეოგრაფი და კარტოგრაფი. მარტელი სპელეოლოგიის როგორც მეცნიერების ფუძემდებელია, აქედან გამომდინარე მას ხშირად „სპელეოლოგიის მამას“ უწოდებენ. მარტელს ათასობით მღვიმე აქვს გამოკვლეული, იყო მღვიმეების კვლევის პიონერი, აწარმოებდა მღვიმეების შესწავლის საქმის პროპაგანდირებას და სხვა. 1895 წელს ედუარდ ალფრედ მარტელმა შექმნა საფრანგეთის სპელეოლოგიური საზოგადოება, რომელიც დაკავებული იყო მღვიმეების შესწავლის საქმით.

ბიოგრაფია

ედუარდ ალფრედ მარტელი დაიბადა იურისტების ოჯახში. ბავშვობიდანვე გეოგრაფიით და საერთოდ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით იყო გატაცებული. 1877 წელს გაიმარჯვა Concours général-ის ეროვნულ კონკურსში. დიდი ენთუზიაზმით კითხულობდა ჟიულ ვერნის წიგნებს. მარტელი პირველად მღვიმეში პირენეებში ყოფნისას მოხვდა. შემდეგ იმოგზაურა გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაში. 1886 წელს იმსახურა არმიაში, რის შემდეგ იურისტის დიპლომი მიიღო. თავისუფალ დროს უთმობდა საფრანგეთის სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობას.

1884 წელს მარტელმა დააფიქსირა დიდი ზომის უფსკრული ბრამაბია; 1888 წელს რამდენიმე თანამგზავრთან ერთად მოახდინა უფსკრულში ჩასვლა. ამ ისტორიული ტრავერსის განხორციელების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა სპელეოლოგიას.[2][3] 1889 წელს დაკვირვებების შედეგად გამოაქვეყნა კრებული „Les Cévennes“. გამოკვლევებს აწარმოებდა პადირაკის უფსკრულში, სადაც გამოავლინა მიწისქვეშა მდინარე.

1890 წლის ივლისში მარტელი დაქორწინდა. მისი რჩეული ალინ დე ლონე გახდა, რომელიც ფრანგი გეოლოგის პროფესორის ლუი დე ლონეს და იყო. ლუი დე ლონესთან გაცნობამ მარტელს დაეხმარა საკუთარი გამოკვლევები ჟურნალ La Nature გამოექვეყნებინა. 1895 წელს მოაწყო ექსპედიციები ირლანდიასა და ინგლისში. იორკშირში მოახერხა და ჩავიდა 110 მ სიღრმის ჭაში. 1896 წელს მოინახულა ბალეარის კუნძულები. კუნძულ მალიორკაზე მარტელმა აღმოაჩინა მიწისქვეშა ტბა, რომელსაც შემდგომ მისი სახელი ეწოდა. მიწისქვეშა ტბის სიგრძე 1150 მ-ია, სიგანე 30 მ.

1899 წელს მარტელმა საბოლოოდ მიატოვა თავისი იურიდიული საქმიანობა, რათა მთლიანად სპელეოლოგიისთვის დაეთმო დრო. 1905-1909 წლებში იყო ჟურნალ „La Nature“ მთავარი რედაქტორი. 1912 წელს იმყოფებოდა კენტუკის შტატში, მამონტის მღვიმის გამოსაკვლევად.

მარტელმა რამდენიმეჯერ იმოგზაურა კავკასიაში და დაწერა არაერთი საყურადღებო ნაშრომი კავკასიის კარსტის შესახებ. 1903 წელს იგი გაგრას ეწვია. განსაკუთრებით მისი ყურადღება მიიპყრო არაბიკის მაღალმთიანმა პლატომ. აფხაზეთში ყოფნისას მარტელი მაღალ მეცნიერულ დონეზე აწარმოებდა კვლევა-ძიებას. აღწერილი აქვს აფხაზეთის მღვიმეები. ხელმეორედ აფხაზეთს მარტელი 1908 წელს ესტუმრა. აქაურმა გრანდიოზულმა კარსტულმა რელიეფმა და მრავალმა ბუნებრივმა შესასვლელმა განაცვიფრა კარსტის მკვლევარი. აფხაზეთში ყოფნისას მარტელმა არაბიკაზე ასვლა განახორციელა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Certains auteurs placent le lieu du décès à Saint-Thomas-la-Garde où il avait l'habitude de passer ses vacances au château de La Garde, plutôt qu'à Montbrison
  2. E.A.Martel (1859 — 1938). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-23. ციტირების თარიღი: 2011-08-23.
  3. E.A. Martel, The Traveller, Who Almost Became an Academician Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, by Pierre-Olaf Schut

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted