შინაარსზე გადასვლა

ევრომაიდანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:Stack ევრომაიდანი (უკრ. Євромайдан) — 2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინაში დაწყებული სამოქალაქო პროტესტების ტალღა. პროტესტები გამოიწვია უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შეჩერებამ. სხვა მიზეზები იყო სოციალური უსამართლობა, კორუფცია ძალოვან და სასამართლო ორგანოებში და ა.შ.

სახელი „ევრომოედანი“ მოვლენებმა სოციალურ ქსელებში და მასმედიაში მიიღეს. 29-30 ნოემბერს ოპოზიციური აქტივისტების დაშლის შემდეგ გამოსვლებმა აშკარა ანტიპრეზიდენტული ხასიათი მიიღეს. 2014 წლის 16 იანვარს მიღებულმა კანონებმა, (ოპოზიციამ ისინი დიქტატორულად აღიარა)[1] რომლებიც ამკაცრებდა სასჯელს მასობრივ არეულობებში მონაწილეობის მიღებისთვის აქტივისტების დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია, გაჩნდა პირველი მსხვერპლი. გარდა ამისა, პროტესტი კიევის ფარგლებს გასცდა და მთელი უკრაინის ტერიტორია მოიცვა.[2][3]

მალევე ოპოციამ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. გარდა ამისა, უკრაინის დასავლეთ ნაწილში ოპოციურმა აქტივისტებმა ძალით აიღეს სახელმწიფო ინსტიტუტების შენობები. დაძაბულმა სიტუაციამ პრეზიდენტ იანუკოვიჩს დათმობებისკენ უბიძგა. მან დაითხოვა ნიკოლოზ აზაროვი და მისი მინისტრთა კაბინეტი, მაგრამ პროტესტები არ წყდებოდა. 18 თებერვალს სიტუაცია განსაკუთრებულად დაიძაბა: მომიტინგეები პოლიციას შეეტაკნენ, იყო მსხვერპლი. 21 თებერვალს იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა უკრაინის კრიზის რეგულაციის შეთანხმებას და იმავე დღეს კიევი დატოვა.

23 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი გახდა.[4] 24 თებერვალს იანუკოვიჩზე ძებნა გამოცხადდა.[5] ამავე დროს ახალმა უკრაინულმა ხელისუფლება შეერთებული შტატებისგან და ევროკავშირისგან აღიარება მოიპოვა.[6] პრემიერ-მინისტრი გახდა არსენი იაცენიუკი,[7] მოხდა დროებითი ხელისუფლების ფორმირება.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ცივი ომის შემდგომი კონფლიქტები ევროპაში