ევსტათი, თესპესი და ანატოლი
იერსახე
ევსტათი, თესპესი და ანატოლი — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღე არის ძველი სტილით 20 ნოემბერი, ახალი სტილით — 3 დეკემბერი. მდიდარი ვაჭრის შვილები იყვნენ და ქალაქ ღანგრაში ცხოვრობდნენ. ისინი წმინდა ლუკიანემ (ხს. 28 ოქტომბერს) მოაქცია ქრისტიანობაზე, შემდეგ კი ეპისკოპოს ანთიმოზის (ხს. 16 სექტემბერს) ხელით მოინათლნენ. ძმების სახლში ქრისტიანები ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ ხოლმე. როდესაც ეს ფაქტი გაცხადდა, ისინი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი ქალაქ ნიკეაში 312 წელს თავები მოჰკვეთეს.
ლიტერატურა
- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.