ევფრასის ბაზილიკა
ევფრასის ბაზილიკა პორეჩში* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ხორვატიის დროშა ხორვატია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
ნომერი | 809 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ევფრასის ბაზილიკა (ხორვატ. Eufrazijeva bazilika) — ბაზილიკა ხორვატიის ქალაქ პორეჩში. წარმოადგენს საეპისკოპოსო კომპლექსს, რომელიც გარდა საკუთრივ ბაზილიკისა, მოიცავს საეკლესიო სალაროს, მოსანათლ ადგილს და არქიეპისკოპოსთა სასახლის სიახლოვეს მდებარე სამრეკლოს. კომპლექსი ადრეული ბიზანტიური არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში.
ბაზილიკის უდიდეს ნაწილს შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი ფორმა, მაგრამ მიწისძვრებისა და ხანძრების შედეგად დაზიანებულის სულ მცირე დეტალები. იგი ამავე ადგილზე აშენებული უკვე მესამე ეკელსიაა და ინახავს წინა ეკლესიების ნარჩენებს, მაგალითად IV საუკუნის ბაზილიკის მოზაიკურ იატაკს. განსაკუთრებული ღირებულებების გამო, 1997 წელს ევფრასის ბაზილიკა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
ამ ადგილას მდებარე ყველაზე ადრეული ბაზილიკა წმინდა მაურუს პერენტიუმელის სახელობის იყო და მიეკუთვნებოდა IV საუკუნის მეორე ნახევარს. მისი სამლოცველოს მოზაიკური იატაკი დღეს ეკლესიის ბაღშია დაცული. იმავე საუკუნეში სამლოცველო გაადიდეს და ეკლესიად გარდაქმნეს, რომელიც ნავისა და სამრეკლოსგან შედგებოდა. მოზაიკაზე ასახული თევზი (ქრისტეს სიმბოლო) სწორედ ამ პერიოდით თარიღდება. ამავე თარიღს ადასტურებენ აქვე აღმოჩენილი მონეტები, რომლებზეც გამოსახულია იმპერატორი ვალენტი II (365–378).
დღევანდელი ბაზილიკა ღვთისმშობლის სახელობისაა და VI საუკუნეში, ეპისკოპოს ევფრასის დროს აიგო. მშენებლობა 553 წელსს დაიწყო ძველი, დანგრევის პირას მისული ბაზილიკის ადგილას. მისი ნაწილები გამოყენებულ იქნა ახალი ეკლესიის მშენებლობაში, ხოლო მარმარილო მარმარილოს ზღვის სანაპიროდან მოიტანეს. კედლის მოზაიკები ბიზანტიელმა, იატაკის მოზაიკები კი ადგილობრივმა ოსტატებმა შეასრულეს. აფსიდზე, ღვთისმშობლის მოზაიკის გვერდით გამოსახულია ეპისკოპოსი ევფრასი, რომელსაც ხელში ეკლესია უჭირავს.
1440 წლის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ცენტრალური ნავი და სამხრეთის კედელი შემდეგში აღადგინეს, დანგრეული ფანჯრის ადგილას კი ახალი ააშენეს გოტიკურ სტილში.[1]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Euphrasius basilica Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- CroTouristica.com - Euphrasian basilica, Porec - tourist info Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ხორვატული) (ინგლისური) (იტალიური)
- Mosaics Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- More Mosaics Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ Naklada Naprijed, The Croatian Adriadic Tourist Guide, pg. 12-13, Zagreb (1999), ISBN 953-178-097-8
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
იუნესკოს დროშა | მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 809 ინგლ. • რუს. • ფრ. |
|