ეთიკა
ეთიკა (ბერძ. ἠθικόν, ძვ. ბერძნ. ἦθος-დან — ეთოსი, „ზნე“) — ფილოსოფიური მეცნიერება ზნეობის, მორალის შესახებ. ტერმინი „ეთიკა“ პირველად იხმარა არისტოტელემ, რომელმაც ზნეობის საკითხებს მიუძღვნა სპეციალური შრომა - „ნიკომაქეს ეთიკა“. უფრო ადრე ეთიკის საკითხები გაარჩია პლატონმა. მანვე შემოგვინახა არსებითი ცნობები სოკრატეს ეთიკურ შეხედულებებზე. სწორედ სოკრატეს მიიჩნევენ პირველ ფილოსოფოსად, რომელიც მთავარ ყურადღებას აქცევდა ზნეობის პრობლემების დასმასა და გადაწყვეტას.
ეთიკის ძირითადი პრობლემები
- სიკეთის და ბოროტების კრიტერიუმების პრობლემა.
- სიცოცხლის არსის პრობლემა და ადამიანის დანიშნულება.
- სამართლიანობის განსაზღვრება.
- კუთვნილის პრობლემა.
ეთიკური გზა შემდეგშია, ყოველი არსების უზენაესი საბოლოო მიზანი სრულქმნილების მიღწევაა, რაც იმას გულისხმობს რომ ღმერთს დავემსგავსოთ. ადამიანისთვის სრულქმნილება დაკავშირებულია ნეტარებასთან, რადგან ერთიცა და მეორეც განპირობებულია ადამიანის ბუნების შესაბამისი სიკეთის დაუფლებით.
მოქმედება რომელსაც ეფუძნება ადამიანის ნეტარება, ერთი მხრივ, ყველაზე კეთილშობილური და ამაღლებული უნდა იყოს, იმდენად, რამდენადაც ამის უნარი საერთოდ შესწევს ადამიანს. მეორე მხრივ კი ის ყველაზე კეთილშობილური და ამაღლებული საგნისკენ უნდა იყოს მიმართული. ეთიკური მიდგომით ადამიანი არ არის უსასრულო, მისი საბოლოო ფაზა განვითარებისა არის ღმერთის შემეცნება და ამაღლებული სიკეთე.
რესურსები ინტერნეტში
- An Introduction to Ethics Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Ethics
- Ethics Bites Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- National Reference Center for Bioethics Literature Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Ethics Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- The Philosophy of Ethics
- Kirby Laing Institute for Christian Ethics
- International Association for Geoethics (IAGETH)
- International Association for Promoting Geoethics (IAPG) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted