შინაარსზე გადასვლა

ეკატერინოვკის წმინდა ეკატერინეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკატერინოვკის წმინდა ეკატერინეს ეკლესია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ეკატერინოვკა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
საიტი ოფიციალური საიტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1897

ეკატერინოვკის წმინდა ეკატერინეს ეკლესია (რუს. Церковь Святой Екатерины) — მართლმადიდებლური ტაძარი მატვეევო-კურგანის რაიონის სოფელ ეკატერინოვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას[2]. აგებულია 1897 წელს.

ეკლესიის მისამართი: 346965, რუსეთი, როსტოვის ოლქი, მატვეევო-კურგანის რაიონი, სოფელი ეკატერინოვკა, სკოლის შესახვევი № 4-ა.

ისტორია

ესკიზის შექმნის შეცდომა: გარე სურათები
ესკიზის შექმნის შეცდომა: ეკლესიის შენობა
ესკიზის შექმნის შეცდომა: დიდმოწამე ეკატერინეს ხატი

სოფელი ეკატერინოვკა დააარსა პოლკოვნიკმა სტეფან ილოვაისკიმ 1806 წელს. 1852 წელს სოფელში ააშენეს მცირე ხის ეკლესია მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე, რომელიც დროთა განმავლობაში დაძველდა. 1897 წლიდან ეკატერინოვკაში მოქმედებს ახალი ეკლესია წმინდა სამების სახელზე. ეკლესია ააგეს სასამართლოს მრჩეველის ქვრივის ეკატერინა ვოლკოვაიას და ეკატერინოვკის გლეხების სახსრებით.

ეკლესია აგებულია ქვისაგან, ერთსაკურთხევლიანია, აქვს მცირე სატრაპეზო და სამრეკლო. საკურთხევლის აფსიდი ფორმით სამწახნაგაა. ეკლესიის კანკელი დამზადებულია კაზაკი ი. ჩერნოიაროვის ფინანსებით. ეკლესია შემოღობილია აგურის მესრით. ეკლესიასთან მოქმედებს საეკლესიო-სამრევლო სკოლა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესიაში ღვთისმსახურება აღევლინებოდა 1938 წლამდე, რის შემდეგაც იგი დახურეს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მას ბომბი დაეცა და დაიწვა, არაერთხელ აღდგა და დაიხურა ეკლესია ღვთისმსახურებისთვის. 1950-იანი წლების ბოლოსათვის ეკლესია საბოლოოდ დაიხურა და სსრკ-ის დაშლამდე იგი გამოუყენებელი იყო.

1999 წელს სოფელში დაიწყო სამრევლო ცხოვრების აღორძინება. ამავე წელს დარეგისტრირდა მრევლი, მაგრამ უკვე დიდმოწამე ეკატერინეს სახელზე. 2008 წლიდან ადგილობრივების ძალისხმევით დაიწყო ეკლესიის რესტავრაცია. 2010 წლიდან კი აღდგა ღვთისმსახურება. ეკლესიის წინამძღვარია იერომონახი მიხეილ ვლადიმიროვი.

2016 წლის 7 დეკემბერს დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეს შედგა წმინდანის ხატის საზეიმო დალოცვა[3] . ღვთისმსახურება შეასრულა წმინდა ეკატერინეს ეკლესიის წინამძღვარმა მიხეილმა და გრეკოვო-ტიმოფეევკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესიის წინამძღვარმა გიორგი სვეტლოვმა[4].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Екатерининский храм с. Екатериновка Матвеево-Курганского района
  2. Екатерининский храм, село Екатериновка. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-13. ციტირების თარიღი: 2017-04-10.
  3. Освящение иконы Святой Екатерины. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-25. ციტირების თარიღი: 2017-04-10.
  4. Освящение иконы Святой Екатерины. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-25. ციტირების თარიღი: 2017-04-10.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted