ეკუმენიზმი
ეკუმენიზმი (ბერძ. οἰκουμένη, მსოფლიო) — მსოფლიო მოძრაობა, რომლის მიზანიცაა ქრისტიან მორწმუნეთა გაერთიანება.
მოციქულთა ხანიდან დაიწყო ქრისტიანული ეკლესიის ერთიანი სხეულის დაშლა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე პროტესტანტიზმის წიაღში დაიბადა თანამედროვე ეკუმენური მოძრაობა. ის ოფიციალურად გაფორმდა 1910 წელს ედინბურგში გამართულ მსოფლიო მისიონერულ კონფერენციაზე, რომელსაც 1921 წელს „მისიონერთა საერთაშორისო საბჭო“ ეწოდა. მან იდეალად გამოაცხადა ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანება დოგმატური და კანონიკური განსხვავებების ხელშეუხებლად. ტერმინი „ეკუმენიზმი“ ხმარებაში შემოვიდა 1937 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის თეოლოგიური სემინარიის თეოლოგების მიერ. მოძრაობა თანდათან გაფართოვდა, გაძლიერდა და შეიძინა მომხრეები პროტესტანტული ეკლესიების გარეთაც. 1948 წელს ამსტერდამში შეიქმნა საერთაშორისო მასშტაბის ორგანიზაცია, რომელიც გახდა ეკუმენური მოძრაობის ბირთვი ეკლესიათა მსოფლიო საბჭო.
მასში გაერთიანებულია პროტესტანტული, მართლმადიდებლური, ძველმართლმადიდებლური ეკლესიები. 1961 წელს მისი წევრი გახდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. 1962 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. 1978 წელს საბჭოს თანაპრეზიდენტად აირჩიეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ საბჭო დატოვა 1997 წელს. რომის კათოლიკური ეკლესია არ არის საბჭოს წევრი, მაგრამ ის გზავნის მეთვალყურეებს სხდომებზე სიტყვის უფლებით. რეზიდენაცია მდებარეობს ჟენევაში. 2008 წლის მონაცემებით საბჭო აერთიანებს 200 ქვეყნის 500-მდე ეკლესიას.
ეკუმენიზმის გვერდით ძალას იკრებს პანეკუმენური მოძრაობა, რომელიც ქრისტიანული ეკლესიების და დიდი მსოფლიო რელიგიების, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის და იუდაიზმის დიალოგის გაღრმავებას უწყობს ხელს. დღესდღეობით მსოფლიოში რამდენიმე პანეკუმენური ფორუმი მოქმედებს.
ლიტერატურა
- ეკუმენიზმი // „რელიგიები საქართველოში“, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 319, ISBN 978-9941-0-0902-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; (შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე) - თბ., 2004 - 483გვ.
- Архим. Серафим (Алексиев), архим. Сергий (Язаджиев). Почему православному христианину нельзя быть экуменистом. — СПб, 1992. — 304 с.
- Барон Й., архиеп. Крест и диалог: Теология Креста в свете христианского единства — СПб. : Алетейя, 2010. — 520 с
- Экуменическое движение // Карманный словарь атеиста / Ю. А. Бахныкин, М. С. Беленький, А. В. Белов и др.; Под. ред. М. П. Новикова. — 7-е изд. — М.: Политиздат, 1987. — С. 265-266. — 271 с..
- Православие и экуменизм. Документы и материалы. 1902—1998 г. (недоступная ссылка с 20-05-2013 (936 дней) — история, копия) Отдел внеш. церк. сношений Московского патриархата, 1999 (2-е изд.)
- Смирнов М. Ю. Экуменизм // Реформация и протестантизм: Словарь. — СПб.: Изд-во С.-Петерб. ун-та, 2005. — 197 с.