ელგუჯა გვაზავა
ელგუჯა გვაზავა | |
ესკიზის შექმნის შეცდომა: | |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2009 – 8 აპრილი, 2019 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ნიკოლოზ გილაური ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე |
წინამორბედი | თემურ მჟავია |
მემკვიდრე | ჯემალ გამახარია |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1995 – 2009 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია ზურაბ ნოღაიდელი ვლადიმერ გურგენიძე გრიგოლ მგალობლიშვილი ნიკოლოზ გილაური |
დაბადებული | 22 თებერვალი, 1952 ოჩამჩირე, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველოს დროშა საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი |
პროფესია | ბიოლოგი |
ელგუჯა (გია) გვაზავა (დ. 22 თებერვალი, 1952, ოჩამჩირე, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი. 2009 წლიდან 2019 წლის 8 აპრილამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.[1] ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
ბიოგრაფია
ელგუჯა გვაზავა დაიბადა 1952 წლის 22 თებერვალს ქალაქ ოჩამჩირეში. 1968 წელს დაამთავრა სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა, ხოლო 1974 წელს — სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა სკოლაში, შემდეგ სოხუმის სამედიცინო სასწავლებელში, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1989 წლიდან თსუ სოხუმის ფილიალის დოცენტია. სტაჟირება გაიარა პრაღის კარლოვის უნივერსიტეტში. 1991 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღეს საბჭოს არჩევნებში კენჭს იყრიდა ქ. სოხუმის №2 საარჩევნო ოლქში. იყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს XII მოწვევის დეპუტატი. იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობის აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის „აფხაზეთის მწვანეთა“ თავმჯდომარე. დაამთავრა დიპლომატიური აკადემია 1998 წელს. 1968-1970 წლებში იყო სოხუმის სამედიცინო სასწრაფო დახმარების სანიტარი. 1975 წელს იყო სოხუმის სამედიცინო ტექნიკუმის კომკავშირის განთავისუფლებული მდივანი. 1976 წლიდან იყო გულრიფშის საშუალო სკოლის პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი. 1981 წლიდან სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორი, დეკანის მოადგილე. 1986 წლიდან — დოცენტი. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. არის აფხაზეთის მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი მწვანეების პარტია, საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი როგორც აფხაზეთის არ-ის დეპუტატი და საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.
41 მეცნიერული ნაშრომის ავტორია. საკანდიდატო დისერტაციის დაიცვა 1981 წელს თემაზე — „ახალი კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედება ადამიანისა და ცხოველთა გენეტიკურ აპარატზე“. ჰყავს მეუღლე ორი შვილი და ორი შვილიშვილი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ლიტერატურა
- გაზ. „აფხაზეთის ხმა“, 25 სექტემბერი, 1991 წელი.
რესურსები ინტერნეტში
- ელგუჯა გვაზავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ელგუჯა გვაზავა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
თარგი:საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრები თარგი:საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრები თარგი:საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრები
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- დაბადებული 22 თებერვალი
- დაბადებული 1952
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები
- საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- აფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატები