შინაარსზე გადასვლა

ელვა (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი „ელვა“ — ქართული ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, რსდმპ თბილისის გაერთიანებული კომიტეტის ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1906 წლის 12 (25) მარტიდან (გაზეთ "განთიადის" დახურვის შემდეგ) 15 (28) აპრილის ჩათვლით. რედაქტორი-გამომცემელი — გერასიმე მახარაძე (ფაქტობრივად რედაქტორი — ფილიპე მახარაძე). გაზეთში ბოლშევიკებთან ერთად მენშევიკებიც თანამშრომლობდნენ.
მართალია, „ელვა“ ფორმალურად გაერთიანებული ორგანო იყო, მაგრამ თავისი მიმართულებით იგი ბოლშევიკურ გაზეთს წარმოადგენდა. მის ფურცლებზე სისტემატურად ქვეყნდებოდა ი. სტალინის ნაშრომები, ფ. მახარაძის წერილები და სხვა. გაზეთში თანამშრომლობდნენ: ი. ევდოშვილი, გ. ქიქოძე, მ. იაშვილი, ლ. ახმეტელაშვილი, შ. შარაშიძე და სხვა. გაზეთი დაიხურა ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით.

ლიტერატურა