ელია კაზანი
ელია კაზანი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების სახელი | ელიას კაზანცოღლუ |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
საქმიანობა | რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, მსახიობი |
აქტიური | 1934-1976 |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ოსკარი |
საუკეთესო რეჟისორი |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო რეჟისორი |
სხვა ჯილდოები |
1954 — ნავსადგურში |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ელია კაზანი (ბერძ. Ελία Καζάν; დ. 7 სექტემბერი, 1909 – გ. 28 სექტემბერი, 2003) — ბერძნული წარმოშობის ამერიკელი კინოსა და თეატრის რეჟისორი და პროდიუსერი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1909 წელს სტამბოლში, ბერძნულ ოჯახში. სწავლობდა იელის უნივერსიტეტის დრამატურგიის სკოლაში. მისი თეატრალური შემოქმედება მოიცავს დადგმებს ტენესი უილიამსის ორი უმნიშვნელოვანესი პიესისა „შუშის სამხეცე“ (1944) და „ტრამვაი სახელად სურვილი“, (1951), ასევე ართურ მილერის „ჩემი ვაჟები, (1947) და „კომივოიაჟორის სიკვდილი“ (1949)
მისი კინო კარიერაც ასევე წარმატებული გამოდგა. მიღებული აქვს კინოაკადემიის ორი ჯილდო (ოსკარი) საუკეთესო რეჟისურისთვის ფილმებში „ჯენტლმენების შეთანხმება“ (1947) და "ნავსადგურში" (1954). მისი დამსახურებაა განუმეორებელი საშემსრულებლო ნიჭის წარმოჩენა, ისეთი მსახიობებისა, როგორებიცაა მარლონ ბრანდო, ოსკარის მფლობელი ვივიენ ლი, კარლ მოლდენი, კიმ ჰანტერი, ჯეიმზ დინი, ჯო ვან ფლიტი და ენდი გრიფიტი.
მაკარტიზმის პერიოდი
მისი გვიანდელი კარიერა შედარებით დაიჩრდილა. ძირითადად იმ ფაქტის გამო, რომ ის ერთ-ერთი იყო იმ მცირეთაგან ჰოლივუდში, რომელთაც დაიწყეს დასმენა თემთა პალატის არა-ამერიკულ საქმიანობათა კომიტეტში (HUAC) ომისშემდგომი წითელი საფრთხის პერიოდში. სხვა ცნობილი ჰოლივუდელები, რომლებიც ასევე იქცეოდნენ იყვნენ ჯერომ რობინსი, სტერლინგ ჰეიდენი, ბარლ ივსი და ლელა როჯერსი (ჯინჯერ როჯერსის დედა). კაზანი ახალგაზრდობაში მცირე ხნით კომუნისტური პარტიის წევრი იყო, 1930-იან წლებში რადიკალური თეატრის დასის წევრად მუშაობისას. თუმცა პარტიის ფუნქციონერთა მიერ მისი თეატრალური ჯგუფის არტისტულ გადაწყვეტილებებში ჩარევი გამო პირადად შეურაცხყოფილი იყო და მალევე დაანება თავი. როგორც კაზანი მოგვიანებით ხსნიდა, ის თვლიდა, რომ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში და მის საკუთარ ლიბერალურ რწმენებთან შეთანხმებით "ჰუაკ"-ის ანტი-კომუნისტურ ღონისძიებებთან თანამშრომლობა სასურველი იყო რათა ჰოლივუდში კომუნისტთა მომძლავრებას ბოლო მოღებოდა. ამერიკელი დრამატურგები ლილიან ჰელმანი და ართურ მილერი სახალხოდ და მწვავედ წინ აღუდგნენ კაზანის ამგვარ არგუმენტაციას. ერთ-ერთი პირთაგანი, რომელიც კაზანმა "დაასმინა" იყო მსახიობი ჯონ გარფილდი, ვისთანაც ერთად „ჯგუფის თეატრის“ დასში მუშაობდა. გარფილდზე ჰუაკმა ინტენსიური გამოძიება ჩაატარა, თუმცა მასზე ვერანაირი მაკომპრომეტირებელი მტკიცება კომუნისტურ პარტიაში წევრობაზე ვერ აღმოაჩინა. მიუხედავად ამისა, გარფილდი მყისვე ჰოლივუდის შავ სიაში მოხვდა, რამაც ბოლო მოუღო მის სამსახიობო კარიერას, და მომდევნო წელს 39 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
1999 წელს კაზანმა საპატიო ოსკარი მიიღო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის. მას სცენაზე თან ახლდნენ მარტინ სკორსეზე და რობერტ დე ნირო, რომლებმაც იქ შეკრებილი აუდიენცია ხუმრობით გააფრთხილეს წესიერად მოქცეულიყვნენ. თავად რობერტ დე ნირომ მონაწილეობა მიიღო ფილმში ჰოლივუდის წითელ საფრთხესთან დაკავშირებით. ჰოლივუდში მრავალი თვლიდა, რომ უკვე საკმაოდ დრო იყო გასული კაზანი დამსმენი წარსულის დასამარხავად, თუმცა კინოაკადემიის ამგვარმა გადაწყვეტილებამ დიდი წინააღმდეგობრივი რეზონანსი გამოიწვია. 1999 წლის ოსკართა ცერემონიის რეპორტაჟის თანახმად კაზანს ჯილდოს გადაცემისას დარბაზის სამი მეოთხედი ამდგარი ოვაციით შეხვდა, თუმცა კამერამ დააფიქსირა, რომ ნიკ ნოლტი, ემი მედიგანი და ჰოლი ჰანტერი ხელზე დაყრდნობილი ისხდნენ პროტესტის ნიშნად. სხვები, მათ შორის სტივენ სპილბერგი და შერი ლენსინგი მოკრძალებით ტაშს უკრავდნენ, თუმცა ზეზე არ წამომდგარან.
ელია კაზანი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა ნიუ-იორკში.
ფილმოგრაფია
- 1945: ხე, რომელიც იზრდება ბრუკლინში (A Tree Grows In Brooklyn)
- 1945: ხვალის საგუშაგო კოშკი (Watchtower Over Tomorrow)
- 1947: ხე, რომელიც იზრდება ბრუკლინში (The Sea of Grass)
- 1947: ბუმერანგი (Boomerang!)
- 1947: ჯენტლმენების შეთანხმება (Gentleman's Agreement)
- 1949: მოვარდისფრო (Pinky)
- 1950: პანიკა ქუჩებში (Panic in the Streets)
- 1951: ტრამვაი სახელად სურვილი (A Streetcar Named Desire)
- 1952: ვივა საპატა! (Viva Zapata!)
- 1953: ადამიანი ბაგირზე (Man on a Tightrope)
- 1954: ნავსადგურში (On the Waterfront)
- 1955: სამოთხიდან აღმოსავლეთით (East of Eden)
- 1956: თოჯინა (Baby Doll)
- 1957: სახე ბრბოში (A Face in the Crowd)
- 1960: ველური მდინარე (Wild River)
- 1961: ბრწყინვალება ბალახზე (Splendor in the Grass)
- 1963: ამერიკა, ამერიკა (America, America)
- 1969: შეთანხმება (The Arrangement)
- 1972: ვიზიტორები (The Visitors)
- 1976: უკანასკნელი მაგნატი (The Last Tycoon)
რესურსები ინტერნეტში
- ელია კაზანი ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- დაბადებული 7 სექტემბერი
- დაბადებული 1909
- გარდაცვლილი 28 სექტემბერი
- გარდაცვლილი 2003
- XX საუკუნის ამერიკელი მამაკაცი მსახიობები
- XX საუკუნის ამერიკელი მამაკაცი მწერლები
- XX საუკუნის ამერიკელი მემუარისტები
- XX საუკუნის ამერიკელი სცენარისტები
- ამერიკელი კინორეჟისორები
- ამერიკელი კინოპროდიუსერები
- ამერიკელი მამაკაცი კინომსახიობები
- ამერიკელი მამაკაცი სცენარისტები
- ოსკარის მფლობელი კინორეჟისორები
- საპატიო ოსკარის კავალრები
- დონალდსონის ჯილდოს მფლობელები
- ტონის ჯილდოს მფლობელები
- კენედის ცენტრის პრემიის ლაურეატები
- ნიუ-იორკელი სცენარისტები