შინაარსზე გადასვლა

ემანუელ დე გრუში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემანუელ დე გრუში
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯარის სახეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
წოდება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეთაურობდა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ბრძოლები/ომები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ემანუელ დე გრუში (ფრანგ. Emmanuel de Grouchy), მარკიზი (დ. 23 ოქტომბერი, 1766, პარიზი — გ. 29 მაისი, 1847, სენტ-ეტიენი) — საფრანგეთის სამხედრო მოღვაწე, მარშალი (1815); ნაპოლეონის ომების მონაწილე.

ბიოგრაფია

სამხედრო სამსახურში იყო 1779 წლიდან. არისტოკრატიული წარმოშობის მიუხედავად მხარი დაუჭირდა საფრანგეთის რევოლუციას, რესპუბლიკურ არმიას შეუერთდა და მალე დივიზიის გენერლობა მიიღო. მონაწილეობდა ვანდეის ომში (1793), ირლანდიის ექსპედიციაში (1797). 1798 წელს იყო პიემონტის გუბერნატორი. თავი გამოიჩინა იტალიაში რუსეთისა და ავსტრიის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში 1799 წელს. ნოვის ბრძოლაში 14 ჭრილობა მიიღო და ტყვედ ჩავარდა. გათავისუფლების შემდეგ საფრანგეთში დაბრუნდა; შემდეგ მონაწილეობდა ჰოჰენლიდენის ბრძოლაში ავსტრიელების წინააღმდეგ (1800). თავდაპირველად ნაპოლეონ ბონაპარტის ოპოზიციაში იყო, შემდეგ მის სამსახურში ჩადგა და მონაწილეობდა მის ყველა მნიშვნელოვან ომში. 1809 წ. ავსტრიასთან ომის დროს სარდლობდა ოიჟენ ბოარნეს „იტალიის არმიის“ კავალერიას. 1812 წ. ნაპოლეონის რუსეთში ლაშქრობის დროს მეთაურობდა კავალერიულ კორპუსს. მოკავშირეების შეტევის დროს მონაწილეობდა თავდაცვით ბრძოლებში საფრანგეთის ტერიტორიაზე (1814 წ.). 1815 წ. ნაპოლეონის პირველი გადაგომის შემდეგ წოდება და ტიტულები ჩამოართვეს. „ასი დღის“ დროს კვლავ იმპერატორს მიემხრო და გახდა საფრანგეთის მარშალი და პერი. ვატერლოოს კამპანიის დროს სარდლობდა კორპუსს, რომელიც ლინის ბრძოლის შემდეგ უკანდახეული პრუსიელები უნდა გაენადგურებინა; თუმცა გრუშიმ ეს ვერ შეძლო, რამაც გადაწყვიტა ვატერლოოს ბრძოლის ბედი. ამის შემდეგ გრუშიმ მოიპოვა უმნიშვნელო გამარჯვება ვავრთან და შეძლო არმიის ნარჩენების უკანდახევის ორგანიზება პარიზის მიმართულებით. ბურბონთა მეორე რესტავრაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 1821 წლის ამნისტიამდე დარჩა. როიალისტები მის სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ, ბონაპარტისტები კი ვატერლოოს კამპანიის დროს დაშვებული შეცდომების გამო მოღალატედ მიიჩნევდნენ. 1830 წ. ივლისის რევოლუციის შემდეგ მეფე ლუი ფილიპმა მარშლისა და პერის წოდებები დაუბრუნა.

ლიტერატურა