შინაარსზე გადასვლა

ენტონი კარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაიბადა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაიცვალა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფაილი:Caro DreamCity 1996.jpg
კაროს „ოცნების ქალაქი“, იორკშირის სკულპტურათა ბაღი.

სერ ენტონი კარო (Sir Anthony Caro; დ. 8 მარტი, 1924, ნიუ-მალდენი, ინგლისი — გ. 23 ოქტომბერი, 2013, ლონდონი, ინგლისი) — ინგლისელი აბსტრაქტული სტილის მოქანდაკე, რომელიც ძირითადად „ნაპოვნი“ ინდუსტრიული ობიექტების ლითონის კონსტრუქციებზე მუშაობდა.

კარომ მოდერნიზმი აღმოაჩინა ჰენრი მურის თანაშემწედ მუშაობისას 1950-იან წლებში. ამერიკელ მოქანდაკე დევიდ სმითთან შეხვედრის შემდეგ ადრეულ 1960-იან წლებში კარო მის ადრეული ფიგურულ სტილს თავს ანებებს და იწყებს სკულპტურების შექმნას მზა ლითონის ნაწილების კოლექციების შედუღებითა და ჭანჭიკებით აწყობით. აწყობილ, დასრულებულ ნახელავს შემდგომში იგი ერთ მკვეთრ ფერში ღებავდა.

კარო საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარული 1950-იან წლების ბოლოს გახდა. ამ პერიოდში ის ასევე ასწავლიდა სენტ-მარტინის ხელოვნების სკოლაში (ამჟამად სენტ-მარტინის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი ლონდონში), სადაც შთაგონების წყარო გახდა ბრიტანეთის აბსტრაქციონისტ სკულპტორთა მთელი თაობისთვის, რომელთა შორის იყვნენ ბრიუს მაკლინი, ბარი ფლანაგანი, რიჩარდ ლონგი და გილბერტ ენდ ჯორჯი.

მას ხშირად მიაწერენ პირველად ქანდაკებისთვის კვარცხლბეკის გამოცლას, თუმცა სმითი და ბრინკუში ორივე გაცილებით ადრე იმავე მიმართულებით მოღვაწეობდნენ. კაროს სკულპტურები როგორც წესი საკუთარ თავს ეყრდნობა და პირდაპირ იატაკზე და მიწაზე დევს. ამგვარად ისინი ხსნიან ბარიერს ნამუშევარსა და მაყურებელს შორის, იწვევს რა ამ უკანასკნელს მიუახლოვდეს სკულპტურას და გაეცნოს მას ყველა მხრიდან.

კაროს დაბადების 80 წლისთავის აღსანიშნავად მის ნამუშევართა რეტროსპექტივა მოეწყო ლონდონის ტეიტ მოდერნში 2005 წელს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted