შინაარსზე გადასვლა

ეპიფანე კვიპრელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაიბადა Script error: No such module "Separated entries".
გარდაიცვალა Script error: No such module "Separated entries".
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
წმინდანად შერაცხვა Script error: No such module "Separated entries".
ხსენების დღე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სხვა სახელები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოღვაწეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სასწავლებელი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერიოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ცნობილი ნაშრომები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ეპიფანე კვიპრელი ან კვიპროსელი (ბერძ. Ἐπιφάνιος; დ. 315, პალესტინა — გ. 403) — სასულიერო პირი, კვიპროსის ეკლესიის ეპისკოპოსი. წმინდანად არის შერაცხილი რომის კათოლიკური ეკლესიისა და მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ. ცნობილია მისი ვრცელი თხზულება „პანარიონი“, რომელშიც აღწერილი აქვს ყველა ერესი — დასაბამიდან ქრისტიანულ ელინისტურ პერიოდამდე.

ბიოგრაფია

დაიბადა ქრისტიანულ ოჯახში, პალესტინაში, ელევთეროპოლისის მახლობლად[1]. ადრეულ ასაკში პალესტინიდან ეგვიპტეში გადადის სასულიერო ცოდნის მისაღებად. აქვე ეცნობა ასკეტური ცხოვრების პრინციპებს. 333[2] ან 335 წელს ბრუნდება პალესტინაში, ბერად აღიკვეცება და აარსებს მონასტერს, რომელსაც თითქმის 30 წლის განმავლობაში წინამძღვრობდა. აქვე შეისწავლა რამდენიმე ენა: ებრაული, სირიული, ეგვიპტური (კოპტური), ბერძნული და ლათინური.

367 წელს კვიპროსის ეპისკოპოსებმა თავიანთ მიტროპოლიტად აირჩიეს ეპიფანე. 370 წლამდე იმდენად ავტორიტეტულ პერსონას წარმოადგენდა, რომ იმპერატორმა ვალენტიმ ვერანაირად ვერ მოახერხა მის პირად საქმეებში ჩარევა.

IV საუკუნის 90-იანი წლებიდან აქტიურ მოღვაწეობას იწყებს ორიგენიზმის წინააღმდეგ. ამ მიზეზით ჩადის იერუსალიმში და ეპისკოპოს იოანეს წინააღმდეგ იწყებს მოძრაობას. ეპისკოპოსთა დაპირისპირებამ საკმაოდ დიდ მასშტაბს მიაღწია. ეპიფანეს მომხრეთა რიგებში იყო იერონიმე, ხოლო იოანე იერუსალიმელს გვერდში ედგა რუფინუსი.

402 წელს ეპიფანემ კვიპროსში მოიწვია საეკლესიო კრება, რომლითაც შეაჩვენეს ორიგენე და ორიგენეს ტექსტები. ამ პერიოდშივე დაუპირისპირდა იოანე ოქროპირს, რამდენადაც ორიგენიზმში ამხელდა მას თეოფილე ალექსანდრიელი. ამის მიუხედავად, აღარ დაუცდია მუხის საეკლესიო კრებისთვის, რომელსაც ეპისკოპოსობიდან უნდა გადაეყენებინა. სალამონისკენ საზღვაო ხომალდში მყოფი ეპიფანე გზაში გარდაიცვალა.

ეპიფანე კვიპრელის ცხოვრება აღწერა მისმა ორმა მოწაფემ: იოანე ხუცესმა და პოლიბიოს ეპისკოპოსმა.

შემოქმედება

პანარიონი

ეპიფანეს თხზულებებიდან ყველაზე მეტად გამორჩეულია „პანარიონი“ (ბერძნ. Πανάριον, ლათpanarium), რაც ქართულად „კიდობანს“ (წამლების ყუთი) ნიშნავს. მისი ძველი ქართული თარგმანის სახელწოდებაა „ოთხმეოცთა წვალებათათჳს“. თხზულება შედგება სამი წიგნისაგან, რომელიც დაყოფილია შვიდ ტომად. პირველი წიგნი მოიცავს სამ ტომს, ხოლო მეორე და მესამე წიგნი — ორ-ორ ტომს. როგორც მიიჩნევენ, ეპიფანეს წყაროები „პანარიონზე“ მუშაობისას უნდა ყოფილიყო „ფილოსოფუმენა“ და ირინეოს ლიონელის „წვალებათა წინააღმდეგ“ (Adversus Haereses).

ეპიფანე მწვალებლობის ისტორიას იწყებს ბიბლიური ადამიდან და ოთხ ძირითად ერესად წარმოგვიდგენს „ბარბაროსობას“, „სკვითობას“, „ელინიზმსა“ და „იუდაიზმს“.

არსებობს ეპიფანეს 10 თხზულების ძველქართული თარგმანი. „პანარიონში“ ქართველური ტომები: ლაზები, ტიბარენები, ხალიბები, მოსინიკები, კოლხები მოხსენიებული არიან ნოეს შვილების შთამომავალთა შორის. იქვე დაცულია ცნობა ლაზებსა და იბერებში მწვალებლობის არსებობის შესახებ.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის და ალ. გამყრელიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1961.

სქოლიო

  1. The Panarion of Epiphanius of Salamis: Book I (Sects 1–46), By Epiphanius, Epiphanius of Salamis, Translated by Frank Williams, 1987 ISBN 90-04-07926-2 p. XI
  2. ეპიფანე კვიპრელი, „ოთხმეოცთა წვალებათათვის“, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო სოსო მახარაშვილმა, რედაქტორი: მაია რაფავა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა, მერიდიანი, 2012

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები