ეჟენ ბუდენი
ეჟენ ბუდენი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ეჟენ ბუდენი | |
სრული სახელი | ეჟენ ბუდენი |
დაიბადა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაიცვალა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | ფრანგი |
სფერო | ფერწერა |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეჟენ ბუდენი (ფრანგ. Eugène Boudin, დ. 12 ივლისი, 1824 — გ. 8 აგვისტო, 1898) — ერთ-ერთი პირველი ფრანგი პეიზაჟისტი, რომელიც ხატავდა პლენერზე. მისი ძირითადი თემაა სანაპიროს ხედები, სადაც ის დიდ ადგილს უთმობდა ცას.
ბიოგრაფია
ეჟენ ბუდენი დაიბადა მეზღვაურის ოჯახში, ჰონფლერში ჰავრის მახლობლად. ყმაწვილობაში ის მუშაობდა საკანცელარიო მაღაზიაში „ჰავრში“ და გატაცებული იყო ხატვით. ის კარგად იცნობდა კლოდ მონეს, რომელიც თავის კარიკატურებს გამოფენდა ბუდენის მაღაზიაში.
1835 წელს მისი ოჯახი გადასახლდა ჰავრში. აქ ეჟენი დაუახლოვდა ცნობილ მხატვრებს, როგორებიც არიან: ჟან ფრანსუა მილე, ჟან ბატისტ იზაბეი და ჟან ბატისტ კამილ კორო. ისინი ახალგაზრდა მხატვარს აძლევდნენ სხვადასხვა რჩევებსა და მითითებებს. მონდომებულ ახალგაზრდა მხატვარს ჰავრის მუნიციპალიტეტმა დაუნიშნა სამწლიანი სტიპენდია პარიზში სასწავლებლად. 1859 წელს შედგა ეჟენ ბუდენის დებიუტი სალონში. რის შემდეგად მისი შემოქმედება ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მხატვრის შემდგომი ტილოები უკვე მოხვდნენ „განკიცხულთა სალონში“, სადაც იმ დროს მთავარი სალონის ჯიურის მიერ დაწუნული ნამუშევრები იფინებოდა.
1863 წელს ბუდენი ბევრს მოგზაურობდა, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. მან მოინახულა ბრეტანი, ნიდერლანდები, ვენეცია. ამ პერიოდში ის ხატავდა მცირე ზომის პეიზაჟებს.
1857 წელს ეჟენ ბუდენი შეხვდა კლოდ მონეს. ისინი ხშირად მუშაობდნენ ერთად ბუდენის სახელოსნოში.
1870-იან წლებში მისმა მხატვრობამ იმპრესიონისტების გავლენა განიცადა. მისი პეიზაჟები უფრო ნათელი გახდა, ხოლო მონასმი რბილ გაბნეულ ლაქას დაემსგავსა. 1874 წელს ბუდენმა მონაწილეობა მიიღო იმპრესიონისტების პირველ გამოფენაში. ამის შემდეგ მან არაერთხელ გამოფინა თავისი სურატები პარიზსა და ამერიკაში იმპრესიონისტების სურათების გვერდით.
ეჟენ ბუდენი 1898 წლის 8 აგვისტოს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გალერეა
-
ტრუვილ-სიურ-მერი. (1864) ეჟენ ბუდენი.
-
სანაპირო ვირელვილთან, 1864. Eugène Boudin. ხელოვნების ეროვნული გალერეა (ვაშინგტონი). (Zoomview Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted).
-
Rivage de Pontrieux კოტ-დ’არმორი. 1874. ეჟენ ბუდენი.
-
მზისჩასვლის პეიზაჟი. 1880–1890. ორსეის მუზეუმი, პარიზი.
-
მეთევზე ზღვის მიქცევის დროს.
-
სზღვაო პორტი, ერევნის სურათების გალერეა
-
ცის შესწავლა 1888-1895, ჰავრი
-
Entrée des jetées du Havre par gros temps, 1895, ჰავრი
-
პეიზაჟი ძროხებით, 1881, ჰავრი
ლიტერატურა
- Gustave Cahen, Eugène Boudin (Paris, 1899); Arsène Alexandre, Essais; Frederick Wedmore, Whistler and Others (1906).
რესურსები ინტერნეტში
- Impressions of the Sea
- Eugène Boudin - The complete works Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Impressionism: a centenary exhibition
|