შინაარსზე გადასვლა

ერესუნის სრუტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:Carte-Danemark-Suède-Øresundsbron.png
ერესუნის სრუტე და ერესუნის ხიდი
ფაილი:Oeresund Bridge.jpg
ერესუნის სრუტეზე გადებული ხიდი

ერესუნი (დან. Øresund, შვედ. Öresund), ასევე (გერმ. Sund), — სრუტე კუნძულ ზელანდიასა და სკანდინავიის ნახევარკუნძულს შორის. რამდენიმე დანიურ სრუტესთან ერთად ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებს აერთიანებს. ერესუნის სრუტესთან გაშენებულია ორი მსხვილი ქალაქი — კოპენჰაგენი და მალმე, რომლებიც ერესუნის ხიდ-გვირაბით უკავშირდება ერთმანეთს. სრუტე დაახლოებით 8000 წლის წინ გაჩნდა, როდესაც გამყინვარების პერიოდის ყინულებით დამძიმებულმა სკანდინავიურმა ფილამ დახრა დაიწყო და ჩრდილოეთით აიწია, სამხრეთით კი დაიწია. ჩრდილოეთის ზღვის წყლებმა თანამედროვე ერესუნის რაიონის ყელი გადარეცხეს და ფართო დაბლობები დაფარეს, რომლის შედეგადაც ბალტიის ზღვა წარმოიშვა.

რესურსები ინტერნეტში

  • Øresunddirekt - ერესუნის რეგიონის მოსახლეობისათვის ოფიციალური საჯარო საიტი
  • Øresund Trends Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted - ოფიციალური საჯარო გვერდი მუდმივად განახლებადი ინფორმაციით. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც.
  • Øresundstid - ერესუნის რეგიონის ისტორია (ინგლისურად, შვედურად, დანიურად)