ერწოს ტბა
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ერწოს ტბა | |
---|---|
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
მდებარეობა | საქართველოს დროშა საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე) |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1710 მ |
ფართობი | 0,31 კმ² |
საშუალო სიღრმე | 2,1 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 19 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ერწოს ტბა — კარსტული ტბა საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე ყვირილის აუზში, ზღვის დონიდან 1710 მ სიმაღლეზე.[2] ზედაპირის ფართობი 0,31 კმ². საშუალო სიღრმე 2,1 მ, მაქსიმალური სიღრმე 19 მ. აუზში განვითარებულია საშუალომთიანი რელიეფი. ტბას ერთვის 3 მუდმივი შენაკადი.[3]
ტბა მოქცეულია ერწო-წონის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აქვს განედური მიმართულებით გადაჭიმული არასწორი ოვალური ფორმა. ტბის წყლით გამოვსებულია 4 კარსტული ძაბრი, მათი შემჩნევა მახლობელი მთებიდანაც შეიძლება. საზრდოობს წვიმისა და თოვლის წყლით. მიწისქვეშა წყლების როლი ტბის მომარაგებაში შედარებით მცირეა.[4] ტბის წყლით საზრდოობს მდინარე ყვირილის ერთ-ერთი მდგენელი ერწოსწყალი. ტბის მაქსიმალური დონე მაის-ივნისშია, უმცირესი — აგვისტო-სექტემბერში. ზაფხულში კარგად თბება. წყალი სუსტად მინერალიზებულია. ზამთარში იყინება თითქმის 5 თვის განმავლობაში. ტბაში თევზი არ იცის. ერწოს ტბა შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.[4] ტბის აღმოსავლეთით განლაგებულია სოფელი ერწო.
სქოლიო
- ↑ თარგი:სგსოლ
- ↑ ილია აფხაზავა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2014. — გვ. 95.
- ↑ Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
- ↑ 4.0 4.1 საქართველოს სსრ წითელი წიგნი, „საბჭოთა საქართველო“, გვ. 218, წ. 1982.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted