შინაარსზე გადასვლა

ვალერიან გუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

ვალერიან გუნია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების სახელი ვალერიან გუნია
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ვალერიან ლევანის ძე გუნია (დ. 21 იანვარი [ძვ. სტ. 9 იანვარი], 1862, ეკი, სენაკის მუნიციპალიტეტი — გ. 31 ივლისი, 1938, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი. 1931 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის, ხოლო 1933 წელს — საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება.

ბიოგრაფია

ვალერიან გუნია 1876 წელს შევიდა თბილისის რეალურ სასწავლებელში. 1881 წელს პოლიტიკურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის სასწავლებლიდან გარიცხეს. სწავლა განაგრძო მოსკოვში, პეტროვსკოე-რაზუმოვსკოეს სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1883 წლიდან მოღვაწეობდა ქართულ პროფესიულ თეატრში. როლები: მეფე ლირი, ოტელო (უილიამ შექსპირის „მერე ლირი“, „ოტელო“), კაკო (ილია ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღის“ მიხედვით), ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), ოსიპი (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ოთარ ბეგი (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“)

ვალერიან გუნია გამოირჩეოდა დიდი სცენური მომხიბვლელობით, შთამბეჭდავი გარეგნობით, შესანიშნავი ხმით, ძლიერი ტემპერამენტით. მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ქართულ თეატრში რეალისტური მიმართულების დამკვიდრებასა და ქართველ პროფესიონალ მსახიობთა აღზრდის საქმეში.

მან დაწერა ლიბრეტოები ოპერებისთვის: ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“, დიმიტრი არაყიშვილის „დინარა“ და სხვა. რედაქტორობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებს (მაგ. ჟურნალ „თეატრს“), 1886 წელს დააარსა გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 1888 წელს გამოსცა „საქართველოს კალენდარი“, 1907 — იუმორისტული ჟურნალი „ნიშადური“.

ვალერიან გუნია იყო თეატრის თვალსაჩინო ისტორიკოსი და თეორეტიკოსი. თეატრალური ხელოვნების შესახებ სისტემატურად აქვეყნებდა ლიტერატურულ წერილებს, თეორიული ხასიათის სტატიებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ისტორიული ნარკვევი „ქართული თეატრი 1879–1889“, 1921 წლიდან ხელმძღვანელობდა ქართულ თეატრებს. იყო საქართველოს ხელოვნების მუშაკთა კავშირის გამგეობის პირველი თავმჯდომარე.

ფილმოგრაფია

ლიტერატურა

  • ბურთიკაშვილი ა., რაინდი უშიშარი და გულმართალი, თბ., 1965.

რესურსები ინტერნეტში