შინაარსზე გადასვლა

ვანო წილოსანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ვანო წილოსანი (დ. 9 ნოემბერი, 1995) — ქართველი ფეხბურთელი, ლანჩხუთის „გურიას“ თავდამსხმელი.

კარიერა

საკლუბო

ფეხბურთის თამაში დაიწყო ლანჩხუთში, მისი პირველი მწვრთნელი იყო ავთო ნარიაშვილი. თამაშობდა რამდენიმე ქართულ აკადემიაში, საბოლოოდ ლანჩხუთის „გურიაში“ დაბრუნდა. 17 წლამდელთა ნაკრებში გამოძახების შემდეგ შეთავაზება მიიღო თბილისის „დინამოსგან“, თავიდან ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა, 2012 წლის ბოლოდან „დინამოს“ მეორე გუნდში გადავიდა.[1] 2014 წლის აგვისტოდან ლანჩხუთის „გურიაში“ დაბრუნდა, ამჯერად ძირითად გუნდში.

სანაკრებო

17 წლამდელთა ნაკრების რიგებში მისი დებიუტი შედგა 2012 წლის 26 მარტს, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩში ესპანელი თანატოლების წინააღმდეგ.[2] ამავე წლის 31 მარტს თავი გამოიჩინა უკრაინის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარებულ მატჩი, სოლო-რეიდის შემდეგ საგოლე პასი მიითვალა.[3] სულ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარა 6 მატჩი და გუნდთან ერთად შეძლო ბრინჯაოს მედალის მოპოვება.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted