ვაჟა ტაბატაძე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ვაჟა ტაბატაძე (დ. 1 თებერვალი, 1991, ქუთაისი) — ქართველი ფეხბურთელი, ქუთაისის „ტორპედოს“ მარჯვენა მცველი.
ტაბატაძე თავიდან, საკმაო ხანი დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა, რის შემდეგაც დააწინაურეს და პირველ გუნდში გადაიყვანეს. ვაჟამ აქაც გამოიჩინა თავი და სეზონის მეორე ნახევრიდან „ტორპედოს“ ძირითად შემადგენლობაში უცვლელად დაიმკვიდრა ადგილი. იგი მცირე ხანში საოცრად მოერგო გუნდს. მას შეუძლია როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში თამაში.[1]
2013 წლის ოქტომბერში, სტამბოლში, მენისკის ოპერაცია გაიკეთა მარჯვენა ფეხზე,[2] რის გამოც გუნდს 2014 წლის მარტის შუა რიცხვებამდე ვერ დაეხმარა.
ფორმაში დაბრუნების შემდეგ, 2014-15 წლების სეზონში, „ტორპედოს“ შემადგენლობაში 12 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, სეზონის პირველი ნახევარის დასრულების შემდეგ თბილისის „დინამოს“ შეუერთდა.[3]
რესურსები ინტერნეტში
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი დინამოს ოფიციალურ საიტზე (ქართული ენა)
სქოლიო
- ↑ ვაჟა ტაბატაძე: „ჩემი ნატვრა საქართველოში დიდი ფეხბურთის თამაშია“[მკვდარი ბმული], „ტორპედოს“ ოფიციალური საიტი, 25 მაისი, 2013.
- ↑ ვაჟა ტაბატაძე: „სასიამოვნოა, რომ ყურადღება არ მაკლია“[მკვდარი ბმული], საფეხბურთო საიტი „Goal.ge“, 12 ნოემბერი, 2013.
- ↑ გიორგი დარასელია: ვაჟა ტაბატაძე თბილისის "დინამოში" წავიდა, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 25 დეკემბერი, 2014.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|